28 აგვისტოს, სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორემ ღვთისმშობლის ლოცვა მრევლთან ერთად წაიკითხა და მათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეც მიულოცა.
„მისი ლოცვით, მისი ვედრებით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დაიფაროს, დაიცვას სრულიად საქართველო.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი ჩვენი ხალხისა, ჩვენი ბავშვებისა, ჩვენი მომავალი თაობისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას და დაიფაროს ყოველი გაჭირვებული ადამიანი. ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა პატრიარქმა.
