მთავარი » ქრისტიანობა

ნინოობა – სადღესასწაულო ქადაგება (27.01.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.01.2017 | 2,934 ნახვა

წმ. ნინო წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა.

სიონის საპატრიარქო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით გამობრძანებული იყო წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და მორწმუნეებს ამ უდიდეს სიწმინდესთან მიახლების საშუალება ჰქონდათ.

პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მრევლს ნინოობა მიულოცა და ქადაგებით მიმართა:

“ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ყველას სიყვარულითა და სიხარულით გილოცავთ ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს”.

უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს წმ. ნინოს წარმომავლობა და ღვაწლი შეახსენა:

“წმინდა ნინო თქვენ იცით იყო კაბადოკიელი და ღვთის შეწევნის იმედად შეძლო ასეთი დიდი მოგზაურობა საქართველოსკენ. მან იცოდა, რომ საქართველო წარმართული ქვეყანა იყო, მაგრამ იცოდა ისიც, რომ აქ ინახება კვართი უფლისა და ძალა ღვთისა მუდამ იყო მასზე. დიდება უფალს, რომელიც ადამიანს აძლევს ჯვარს და მასთან ერთად აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს იგი.

ჩვენ დღეს შევთხოვთ წმინდა ნინოს, რომ შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რათა საქართველო დამშვიდდეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს წირვას ესწრება ჩვენი ხელისუფლება – პრემიერ მინისტრი და მინისტრები… შევთხოვთ უფალს, რომ ძალა ღვთისა და მადლი ღვთისა იყოს მათი და საქართველოს მფარველი.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა”.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი