მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (25.12.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.12.2013 | 3,539 ნახვა

25 დეკემბერი – ილია მეორის აღსაყდრების 36–ე წლისთავი

25 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორე მღვდელმთავრების სახელით აღსაყდრების 36 წლის იუბილე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა მიულოცა.

როგორც მეუფე დანიელმა აღნიშნა, ილია მეორეს რთულ პერიოდში მოუწია მსახურება, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა არ ჰქონდა. მიტროპოლიტმა უწმიდესი წმიდა ილია მართალს შეადარა და ბრძანა, რომ 36 წლის უკან, ქართულ საზოგადოებაში იყო დიდი მოლოდინი ახალ პატრიარქზე, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლებოდა. მისივე თქმით, პატრიარქი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელია და საქართველო ღვთისაგან არასდროს არის მიტოვებული, უფალი საქართველოს აძლევს ძალას. “ილია” სწორედ ძალას ნიშნავს.

ილია მეორემ ქადაგებისას სიყვარულისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

“მადლობა თქვენ სიყვარულისათვის. მადლობას შევწირავ უფალს ამ 36 წლის მანძილზე ვგრძნობდი ერთ რამეს, რომ უფალი არასდროს მტოვებდა, არასდროს ტოვებდა საქართველოს. უფალი, როგორც პატარა ბავშვს, ისე მკიდებდა ხელს და გამოვყავდი განსაცდელიდან მეც და საქართველოც. დიდება და მადლობა უფალს. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ეს გაკეთდა, აშენდა ტაძრები. მე მინდა კიდვე ერთხელ შეგახსენოთ, რომ უფალი აკეთებს ყველაფერს. ეს ტაძარიც, ყოვლადწმინდა სამების ტაძარი, აშენდა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა საქართველოს. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ეს პატარა განსაცდელებიც გაივლის. საქართველო დადგება მშვიდობის გზაზე და ბედნიერები ვიქნებით ყველანი”, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი