25 მაისს, ამაღლების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ამაღლება მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმ აილია მეორემ.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მოციქულები, რომელთა დასწრებით ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაბრუნდნენ იერუსალიმში „სიხარულითა დიდითა“ იმიტომ, რომ უფალმა ბრძანა – „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა“. დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, რომელიც უხილავად ჩვენთან არის“, – განაცხადა უწმინდესმა.
უწმინდესმა თავდადებული მსახურებისთვის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურები დააჯილდოვა – დეკანოზი გიორგი იუტაშვილი გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, მღვდელი ალექსი გელაშვილი და მღვდელი ლუკა ბითაძე აყვანილნი არიან დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდნენ გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
