მთავარი » ქრისტიანობა

სადღესასწაულო ქადაგება (25.03.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.03.2012 | 1,472 ნახვა

ილია მეორე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

“ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ეს უდიდესი ეროვნული და ეკლესიური დღესასწაულია.

ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის მადლი და წყალობა ფარავდეს ჩვენს ერს, ქვეყანას და ეკლესიას”.

წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა იღუმენის ხარისხში აიყვანა მღვდელ-მონაზონი ნერსე სამხარაძე, რომელიც ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. პატრიარქმა დღესვე 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებიც დალოცა.

შეგახსენებთ, 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სასულიერო პირებმა საგანგებო კრებაზე, დოკუმენტი მიიღეს, რაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას ადასტურებდა. ეს თარიღი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის მოღვაწეობით, მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა ოფიციალურად აღიარა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი