მთავარიქრისტიანობაბზობა - სადღესასწაულო ქადაგება (24.04.2016)

ბზობა – სადღესასწაულო ქადაგება (24.04.2016)

24 აპრილს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ბზობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ადამიანის ცხოვრება საოცრად განსხვავებულია. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. ბზობა როგორც ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა: დიდებიდან მწუხარებამდე ერთი ნაბიჯია.

დღეს ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზეიმით შესვლას იერუსალიმში, სადაც მას ხალხი უგებდა ტანსაცმელს და ხის ტოტებს. უფალი ტიროდა, იმიტომ, რომ ხედავდა იმ ხალხის სისუსტეს. იგივე ხალხი, რომელიც ადიდებდა უფალს და უგალობდა ოსანას, რამდენიმე დღეში იყვირებდა “ჯვარს აცვი იგი”. ასეთი ცვალებადია ადამიანი და ჩვენ შევთხოვთ უფალს, გაგვაძლიეროს სიკეთეში, ჭეშმარიტ რწმენაში, მართლმადიდებლობაში, ასევე გააძლიეროს ჩვენში სიყვარული, მიმტევებლობა და ცოდვათა ჩვენთა განცდა”, – ბრძანა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი კვირა დარჩა და ღმერთს შესთხოვა, ამ ერთი კვირის განმავლობაში ღირსეულად მოვემზადოთ ამ დიდებული დღესასწაულის შესახვედრად.

პატრიარქმა მრევლს სამების საკათედრო ტაძარში ვნების შვიდეულში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი გააცნო.

ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირული წირვა აღევლინება. 26 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება შვიდგზის ზეთისცხება. ხუთშაბათს წირვას უწმიდესი აღავლენს და შესრულდება ფეხთა ბანვის წესი, ხოლო პარასკევს 14:00 საათზე გარდამოხსნის გადმოსვენება მოხდება.

შაბათს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკაშვირებით ლოცვა აღევლინება, ხოლო 23:00 საათიდან საზეიმო ლიტანიობა დაიწყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები