მთავარი » ქრისტიანობა

გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (23.11.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.11.2014 | 2,033 ნახვა

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

კათოლიკოს-პატრიარქი მიესალმა ტაძარში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს და მის მეუღლეს. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, ხელისუფლებას. ილია მეორემ გიორგობა განსაკუთრებულად მოულოცა აფხაზებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ოსებს, რომლებიც დროებით მოწყვეტილნი არიან სამშობლოს.

, პატრიარქი,გიორგობა

“დღეს განსაკუთრებული დღეა. ხსენება წმიდისა გიორგისა, დიდისა მოწამისა და დღეს არის 10 წლისთავი ამ წმიდა სამების ტაძრის გახსნისა და ამოქმედებისა. … უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: “კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას”. აი, ასეთი ტაძარი, ასეთი ეკლესია დაამკვიდრა უფალმა ამ წმინდა ადგილზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა ამ ტაძრის აშენებისა. დღეს განსაკუთრებით მინდა დავლოცო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უდიდესი წვლილი გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ღმერთმა შეუწიროს და ღმერთმა ძალა მისცეს მომავალი ღვაწლისთვის. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ ეკლესიას და ვერ მოერევიან იმას, რომელიც აშენებს ეკლესიას”, – ბრძანა უწმიდესმა.

“დღეს ხსენებაა წმინდისა გიორგისა. წმინდა გიორგი ჩვენს წინაშე არის როგორც სიმბოლო ჩვენი ერისა, როგორც უძლეველი ძალა, რომელიც იცავს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას. ჩვენს წინაშე ორი პიროვნებაა – იმპერატორი დიოკლიტიანე, რომელიც აწამებს და წმინდა გიორგი, რომელიც არის წამებული. ერთი არის დამარცხებული, მეორე – გამარჯვებული. გამარჯვებული წმინდა გიორგია, მიუხედავად იმისა, რომ მწამებელი იყო დიოკლიტიანე. ღმერთმა ყველას ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული სიყვარული. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა გააერთიანოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხელისუფლება და მისცეს მათ ერთსულოვნება, რათა ღირსეულად ემსახურონ ჩვენს სამშობლოს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა ქადაგების დასასრულს სამღვდელობა დააჯილდოვა, რამდენიმე გვარი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დალოცა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი