19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაღვთისმშობლობა - სადღესასწაულო ქადაგება (21.09.2017)

ღვთისმშობლობა – სადღესასწაულო ქადაგება (21.09.2017)

ილია მეორე სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ღვთისმშობლის შობის დღე მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა ქადაგებისას საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

”მე ვფიქრობ, ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია. ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ, გავერთიანდეთ. ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. მე ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი დღეა – ხუთშაბათი. ხუთშაბათს, ჩვენ შევხდეთ ერთმანეთს, მაგალითად, მრევლი სამების ტაძარში, ეზოში და გავამშვენოთ ჩვენი კარ-მიდამო, დავასუფთავოთ ეზო და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათნო იყოს ღვთისა და ადამიანისათვის. მაშასადამე, ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათს, 10:00 საათამდე უნდა მობრძანდეთ, მრევლი შეხვდება ერთმანეთს. 10:00 საათზე წირვა იწყება, 12:00 საათზე, ერთი საათის განმავლობაში, იქნება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოიღებს დიდ შედეგს და ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება”, – აღნიშნა ილია მეორემ.

ილია მეორემ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული.

”ამიტომ არის ღვთისმშობლის მშობლებს იოაკიმ და ანას ღვთის მშობლები ეწოდებათ. დღეს უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე, ჩვენს დღევანდელ დღეზე და მომავალზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთისგან არის, ღვთის ძალით, ღვთის მადლით მიეცემა ადამიანს და აი, ჩვენ დღეს ვფიქრობთ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ საქართველო”, – აღნიშნა უწმინდესმა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები