მთავარი » ქრისტიანობა

ამაღლება – სადღესასწაულო ქადაგება (21.05.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.05.2015 | 1,454 ნახვა

21 მაისს, საბურთალოზე მდებარე ამაღლების ტაძარში, საკვირაო წირვს დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს ამაღლებისა და ტაძრის დღესასწაული მიულოცა და დღესასწაული მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც უწმიდესმა ბრძანა, სახარებაში ნათქვამია, რომ უფალი აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა მოციქულებს და ყოველ შეხვედრაზე მიანიჭებდა მათ მშვიდობას. ამაღლების ხატი “მშვიდობა თქვენთანა” – მიმართავდა მათ უფალი. ეს მშვიდობა გადმოდის დღეს საქართველოზე და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისთვის”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, უფალმა მოციქულები იერუსალიმიდან ელეონის მთაზე გაიყვანა და ზეცად ამაღლებამდეც “მშვიდობა თქვენთანა” ამ სიტყვებით მიმართა. პატრიარქის თქმით, მოციქულები დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით.

“იმ დროს თითქოს მწუხარება უნდა ყოფილიყო მათთან, რადგან მაცხოვარს დაშორდნენ, მაგრამ მათ ახსოვდათ იესო ქრისტეს სიტყვები “მე თქვენთან ვარ ვიდრე აღსასრულამდე”. ეს სიხარული გადმოდის თაობიდან თაობამდე. ეს სულიერი სიხარული გვათბობს ჩვენ. ამდენ განსაცდელს ადამიანი ვერ გაუძლებდა. მადლი ღვთისა და სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. თუ სიყვარული არ აქვს ადამიანს, არც სიხარული არ ექნება. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ მის წყალობას, მის მოწყალებას, როგორ ეხმარება ადამიანს უფალი. ხშირ შემთხვევაში მწუხარება სიხარულად გარდაიქმნება. ჩვენ თაყვანს ვცემთ უფალს, რომელიც გვაძლევს სიხარულსა და მადლს”, – ბრძანა ილია მეორემ.

უწმიდესმა ამაღლების ტაძრის მშენებლობის ისტორია გაიხსენადა მისი აღმშენებელი მამა ნიკოლოზი, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერი კი, მეორე გამშვენებული ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

“შევთხოვთ უფალს, არ მოგაკლოთ სიხარული და სიყვარული, რომ თქვენს ოჯახებში, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში სუფევდეს სიხარული და სიყვარული”, – აღნიშნა პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი