მთავარი » დღესასწაულები

ნიკოლოზობა – სადღესასწაულო ქადაგება (19.12.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.12.2014 | 1,336 ნახვა

19 დეკემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზი ყოველთა ქართველთა, დიდ კათალიკოსად, საქართველოს წინამძღოლად და სულიერ მამად მოიხსენია და აღნიშნა, წმინდა ნიკოლოზი რომ წმ. ნიკოლოზი თავისი წყალობითა და მადლით გამორჩეულია და ეხმარება ყველას, ვინც რწმენითა და სიყვარულით მას მიმართავს. პატრიარქმა ქადაგებისას გაიხსენა ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურობის პერიოდი, სადაც იგი იღუმენად იყო განწესებული. უწმიდესმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან მასთან ჩამოვიდა სასულიერო სემინარიის მეგობარი, რომელიც ძალიან შეჭირვებული იყო. ილია მეორემ წერილი მისწერა მაშინდელ კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს და იგი ტაძარში მსახურებაზე დაადგინეს.
პატრიარქმა გაიხსენა ასევე სიზმარი, როდესაც წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელიც მას ეფერებოდა და მისთვის გაურკვეველ ენაზე სასიხარულო ამბავს ამცნობდა.

“წმინდა ნიკოლოზი მფარველობს ყველას ვინც სიხარულით, სიყვარულით და რწმენით მიმართავს მას. მრავალი სასწაული ხდება და ეს სასწაულები არ ილევა. დღეს შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს გაამთლიანოს საქართველო, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო.მე იმედი მაქვს, რომ წმინდა ნიკოლოზი შეგვისრულებს ამ თხოვნას”, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და ხარისხში აიყვანა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი