მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (19.12.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.12.2011 | 1,643 ნახვა

ნიკოლოზობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

წმიდა ნიკოლოზი ყველას გილოცავთ წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულს. უპირველეს ყოვლისა, მათ, ვინც ამ წმიდანის სახელს ატარებს . თქვენი, სამღვდელოებისა და წმიდა სინოდის სახელით მიტროპოლიტ ნიკოლოზს, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტს ვულოცავთ ამ დღესასწაულს. ღმერთმა მისცეს მას მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე.

წმიდა ნიკოლოზი განსაკუთრებული წმიდანია. პირველ რიგში, არის კანონი სარწმუნოებისა, ხატი სიმშვიდისა, განსაკუთრებული მოწყალების მქონე ადამიანი და წმიდანთა შორის გამორჩეული. ძალიან ხშირად ადამიანი ჭურჭელს ჰგავს. როგორი ჭურჭელიც არის, უფალი მასში სითხესაც ისეთს ასხამს. ჩვენ ვალდებული ვართ რომ ეს ძვირფასი მირონი თუ სითხე შევინახოთ, დავიცვათ და გავუზიაროთ სხვებს.

წმიდა ნიკოლოზი განსაკუთრებული მადლის მქონეა. იცით, რომ მისი კურთხევა სრულიად შემთხვევით მოხდა. წმიდანის ბიძამ, რომელსაც ასევე ნიკოლოზი ერქვა, იგი მღვდლად აკურთხა. ერთხელ, როცა ლუკიის მთავარეპისკოპოსი გარდაიცვალა, ახლის არჩევა ვერ შეძლეს.

შემდეგ ერთ-ერთ მღვდელმთვარს ჰქონდა ჩვენება: “ღამე დილით გარიჟრაჟზე მღვდელი, რომელიც მოვა და ერქმევა ნიკოლოზი, ის უნდა იყოს მთავარეპისკოპოსიო”, რაც ახდა წმიდა ნიკოლოზის პიროვნებაზე.

საოცარია, წმიდა ნიკოლოზს ევედრებიან არა მარტო მართმადიდებელი ქრისტიანები, არამედ სხვა რელიგიის წარმომადგენლები, მათ შორის მუსულმანებიც და მათაც ეხმარება წმიდანი.

როცა წმიდანი გარდაიცვალა, მას უკვე მრავალი ადამიანი მიიჩნევდა წმიდანად. ერთი ადამიანი, თურმე განსაკუთრებით გრძნობდა მის დახმრებას, წმიდანის ხატი დაუწერინებია და ტაძარში შეუტანია, რაც პატრიარქს დაუნახავს. რადგან წმიდა ნიკოლოზი ჯერ კანონიზებული არ გახლდათ, პატრიარქს უთქვამს, რომ მისი ეკლესიაში დაბრძანება არ შეიძლებოდა და გარეთ გაუტანიათ. მალე ამ პატრიარქს გემით მოგზაურობა მოუხდა, დიდი ქარიშხლის გამო გემი დაინგა და პატრიარქსაც დახრჩობა ელოდა. ამ დროს, ზღვაზე, როგორც მიწაზე მომავალი წმიდა ნიკოლოზ გამოჩნდა, მან პატრიარქი სიკვდილს გადაარჩინა და ნაპირზე გამოიყვანა.
ჩვენს ცხოვრებაშიც მრავლადაა და პირადად მეც მინახავს მის მიერ აღსრულებული სასწაულები.

ჩვენ დღეს აღვავლენთ ლოცვებს, რათა წმიდა ნიკოლოზი შეეწიოს ჩვენს უძლურებას, თავისი სიყვარულით დაფაროს ჩვენი ცოდვები, შეეწიოს გაჭირვებულებს. წმიდა ნიკოლოზი იყოს ჩვენი და საქართველოს მფარველი ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

შეგახსენებთ, ღვთის მადლით შექმნილია ხატი, რომელსაც ჩვენ სამი წელი ვაკეთებდით. ეს არის დიდი ხატი, მსგავსი ხახულის ღვთისმშობლისა. მასზე 400-ზე მეტი წმიდანის პატარა ხატია მოთავსებული. შემკულია მინანქრისა და ოქროს ფირფიტებისაგან. ხატი სასწაულთმოქმედია. მომავალ შაბათს საზეიმოდ გამოვასვენებთ საპატრიარქოდან, შევასვენებთ სიონის ტაძარში და შემდეგ მოვაბრძანებთ სამებაში.

შეგეწიოთ უფალი, ღმერთმა მშვიდობიანი შობა-ახალი წელი გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი