მთავარი » დღესასწაულები

ნათლისღება – სადღესასწაულო ქადაგება (19.01.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.01.2014 | 4,014 ნახვა

19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული სამება – ნათლისღება მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“დღეს არის გამოცხადება წმიდისა სამებისა…. სულიწმიდა გადმოდის დღეს ყველა ადამიანზე, ვინც რწმენით, ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულით და სასოებით ელოდება სულსა წმიდასა. რა უნდა აკეთოს ადამიანმა რომ მისი გული, სულიერი სამყარო გახდეს ტაძარი სულისა წმისდისა? – უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა იშრომოს, უნდა დაამყაროს კავშირი ზეცასთან. ასევე – წინაპრებთან და ამას მოახერხებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუფთა გული აქვს, თუ თვითონ გახდა ტაძარი სულისა წმიდისა,”– ბრძანა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. ადამიანმა უნდა იმოღვაწეოს სულიერად. მისივე თქმით, “ადამიანის სული უნდა ხედავდეს უფალს. ის შემოგხედავს შენ და ერთად კარგად ვიქნებით”.

“დღეს განსაკუთრებით გადმოდის სულიწმიდა და გეძლევათ ლოცვა–კურთხევა მთელ საქართველოს ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, ოჯახები, ეზო–კარი, საქონელი, ქუჩები. ტაძრებიდან რომ წახვალთ სახლში, ქუჩები აკურთხეთ და მადლი უფლისა გადმოვა ყველგან და უპირველეს ყოვლისა, თქვენზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს,”– ბრძანა პატრიარქმა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი