მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (18.03.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.03.2012 | 2,490 ნახვა

ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

“ჩვენთან არს ღმერთი!

ჯვარი ჯვარსა შენსა თაყვანისვცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა, ვუგალობთ და ვადიდებთ!

როგორაა დაკავშირებული ჯვარცმა და აღდგომა ერთმანეთთან… აღდგომა ვერ შედგებოდა ჯვარცმა რომ არ ყოფილიყო. ჯვარი არის უდიდესი ძალა, რომელიც უფალმა გვიბოძა. ჯვარი იყო ადამიანის დამცირების, ტანჯვის იარაღი.

მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ეს იარაღი სადიდებელად იქცა. ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ჯვარი. როგორც მიღებულია და ხშირად ვხედავთ, ადამიანი არასდროს არ არის კმაყოფილი თავისი ჯვრისა და მიაჩნია, რომ მისი ჯვარი მძიმეა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი აძლევს ყოველ ადამიანს ისეთ ჯვარს, რომლის ტარების ძალაც ექნება. ამ ჯვართან ერთად, ძალასაც აძლევს. ადამიანმა ამ ჯვრით უნდა განვლოს თავისი ცხოვრების გზა.

პავლე მოციქული ამბობს: “ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი”. ესეც ჯვარია, როცა ადამიანი იტვირთავს იმ სიმძიმეს თავის მხრებზე და ეხმარება ადამიანს ამ ჯვრის ტარებაში.

მსურს ერთი შემთხვევის შესახებ გიამბოთ, რომელიც რუსეთში რევოლუციის წინ მოხდა და ერთ-ერთი მოძღვარი იხსნებს: იყო ერთი ოჯახი, ცოლ-ქმარი, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ბოროტმა სულმა ამ ქალის მიმართ მეზობლის ვნებები აღძრა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, მან თავის მიზანს ვერ მიაღწია და ბოლოს ეს ქალბატონი მოკლა. ამ დროს ქმარი შემოვიდა და ცოლი სისხლში დაინახა, რომელსაც თავს მეზობელი კაცი ადგა. პირველი ჩემი სურვილი იყო, მომეკლა ეს ადამიანი და ვფიქრობდი, რით უნდა მომეკლაო, მოვიდა ეს ადამიანი დაიჩოქა და მითხრა, რომ მე ძალიან მიყვარდა შენი მეუღლე, ბევრი ვეცადე, მიზანს ვერაფრით ვერ მივაღწიე და მერე მოვკალიო.
იმდენად იმოქმედა ასეთმა აღსარებამ, რომ ქმარმა მკვლელს უთხრა: წადი შენ სახლში. შემდეგ კი წავიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ ცოლი თავად მოკლა. ასეთი მძიმე ჯვარი იტვირთა ამ ადამიანმა და შეეცადა, მოყვასისთვის ჯვარი შეემსუბუქებინა.

ამიტომ დღეს როცა ასე უჭირს ადამიანს სულიერად, მატერიალურად, უნდა შეეშველოთ, დაეხმაროთ, ვუშველოთ ამ მძიმე ჯვრის ტარებისას.

ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა აღასრულოს სჯული იგი ქრისტესი და შექმნას ჯვარი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მისი სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ხალხისაკენ.

ეს ჯვარი უნდა შეიქმნას, ლოცვა და სიყვარული ღვთისა და ლოცვა და სიყვარული ადამიანისა. თუ ჩვენ შევქმნით ამ ჯვარს, ჩვენ ბედნიერნი ვიქნებით.

დალოცვილი იყავით და ღმერთმა ინებოს, რომ ჯვრის ძალამ გადაგვარჩინოს, გაამთლიანოს საქართველო.
ღმერთმა ინებოს, რომ ბედნიერი აღდგომა გაგვითენდეს. ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

მე მივეცი ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, რომ ხატები მიაბრძანონ ოჯახებში და პარაკლისი შეუსრულონ, სრულიად უფასოდ, არავითარი თანხა არ არის საჭირო. ესეც ჯვარი და დახმარებაა. სამღვდელოება ამას ასრულებს, მაგრამ გამოჩნდნენ ერის ადამიანები, რომელნიც ავრცელებენ ხმას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვდივართო, ითხოვენ ფულს და დახმარებას. ეს სწორი არ არის. თუ მოძღვარი არ არის, თქვენ ის ადამიანი არ უნდა მიიღოთ, თუნდაც ხატით მოვიდეს.”

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი