მთავარი » ქრისტიანობა

დიდი ხუთშაბათი – სადღესასწაულო ქადაგება (17.04.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.04.2014 | 1,797 ნახვა

დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საიდუმლო სერობა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი შესრულდა, რომლის დროსაც პატრიარქმა 12 მღვდელმსახურს ფეხს დაბანა. ფეხთბანვის წესისის შესრულების შემდეგ პატრიარქმა მრველს ქადაგებით მიმართა.

„ღვთის წყალობა და მადლი მოდის იმ ადამიანზე, რომელსაც გააჩნია თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმინდე, სარწმუნოება. ქართველი ადამიანი ოდითგანვე ფიქრობს და ცდილობს, შეინარჩუნოს მტკიცე სარწმუნოება. ქართველი ადამიანი არავის ჩაგრავს, მას ურჩევნია დაჩაგროს თავისი თავი, ვიდრე – სხვა. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ის სიწმინდე, სარწმუნოება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომლითაც ცხოვრობდა და ცხოვრობს ქართველი ხალხი ამას ვერავინ შეაცვლევინებს და ვერავითარი სხვა ძალა ვერ შეცვლის. სიწმინდე მოდის ღვთისადგან, ეფინება ადამიანს და ჩვენ ვმადლობთ, რომ ეს სიწმინდე დღემდე გვაქვს და გვექნება კიდეც,“ – ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების დასასრულს, უწმიდესმა ღმერთს შესთხოვა, რომ ქართველ ხალხს ბედნიერი აღდგომა გაუთენდეს.

„ჯვარი გეწეროთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი და წყალობა და ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და საქართველოს, ამინ! – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქის ქადაგების შემდეგ ტაძარში ზიარების შემდგომ წარმოსათქმელი სამადლობელი ლოცვები წაიკითხეს.

შეგახსენებთ, წმიდა სახარების მიხედვით, დიდ ხუთშაბათს იესო ქრისტემ საკუთარი მოწაფეები იერუსალიმში ერთ სახლში შეკრიბა და მისი ბოლო ჟამის, ჯვარცმის შესახებ აუწყა. სიმდაბლის ნიშნად კი, მათ ფეხი დაბანა და ზიარების საიდუმლო დააწესა.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმიდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი