მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (15.04.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.04.2012 | 1,848 ნახვა

აღდგომა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა!

უწმიდესი ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული, საოცრება, რომელსაც ვერ მისწვდება ადამიანის გონება. მაცხოვრის აღდგომამ დაარწმუნა მოციქულები, რომ უფალი იესო ქრისტე იყო ძე, კრავი ღვთისა, ამღებელი ცოდვათა სოფლისათა. როცა განვიხილავთ ამ დღესასწაულს,მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი უძლურია ღვთის წინაშე. ის ვერ ახსნის ვერავითარ სასწაულს. აღდგომის შემდეგ მაცხოვარი ეცხადებოდა მოციქულებს, რომლებიც ხშირად ვერ ცნობდნენ მას. იყო შემთხვევა, როცა უფლი შევიდა მათთან, როგორც სახარებაში წერია: “კართა ხშულთა”, ე.ი. დაკეტილ კარში.

მინდა გავიხსენო ერთი რამ: რევოლუციის შემდეგ ხშირად ეწყობოდა დისპუტები მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის. ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირებიც იღებდნენ ამ კამათში მონაწილეობას. ერთხელ ერთი ურწმუნო ადამიანი შევიდა კლუბში, იგი ამტკიცებდა, რომ ქრისტეს აღდგომა არ ყოფილაო. ამას უსმენდა მოძღვარი. მთელი დარბაზი სავსე ყოფილა მორწმუნე ხალხით. მოძღვარი გამოსულა და მიუმართავს იქ მყოფთათვის: “ქრისტე აღდგა”. ყველამ ერთხმად უპასუხა: “ჭეშმარიტად”. შემდეგ მიმართა იმ ურწმუნო ადამიანს, მეტი რაღა დამტკიცება გინდაო. ამის შემდეგ შერცხვენილი წასულა ის ადამიანი იქიდან.

მე დავწერე სააღდგომო ეპისტოლე, რომელშიც ბევრი ისეთი საკითხია განხილული, რაც აწუხებს ყოველ ჩვენგანს. ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის, რათა მან გაარჩიოს, სად არის თეთრი და სად – შავი. თქვენ ღვთის წყალობითა და მადლით შეძლებთ ამის განსხვავებას.

ჩვენთან არს ღმერთი.

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ, მთელი საქართველო და ყოველნი ჩვენი თანამემამულენი, რომელნიც წასული არიან საქართველოდან. ღმერთმა მალე დააბრუნოს ისინი სამშობლოში. ამინ!

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი