მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (15.02.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.02.2012 | 1,728 ნახვა

მიქრმა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

პატრიარქი ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასაწაულს მირქმა, მიგებებას უფლისას. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა,შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმისა. ძველი აღთქმა ამთავრებს თავის ღვაწლს და იწყება ახალი აღთქმა უფლის სახელით. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ “უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს და უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”.

დღეს თქვენ ემთხვიეთ ხატს, რომელსაც უკვე ორი თვეა მირონი სდის. ეს არის სასწაული, რომელსაც ვერ ახსნის ადამიანი და მეცნიერება. ეს უნდა მიიღოთ, როგორც წყალობა ღვთისა და უფლის დიდი სიყვარული ჩვენზე. ესაა ნიშანი იმისა, რომ ღმერთი ჩვენთანაა და ჩვენს საქართველოს არაფერი გაუჭირდება. ღმერთი გამოიყვანს საქართველოს ამ მძიმე მდგომარეობიდან.

თქვენ ხედავთ, რომ მსოფლიო პრობლემების წინაშე დგას. ჩვენთანაც არის მრავალი პრობლემა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ჩვენი ამპარტავნება, გაუტანლობა, მკაცრი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. როცა ხედავ შეცდომილ ადამიანს, შენი თავი უნდა დააყენო მის ადგილზე. დღეს რომ განიკითხავ სხვას რაიმე ცოდვისათვის, შეიძლება ხვალ თავად აღმოჩნდე იმ ცოდვაში ჩავარდნილი.

ჩვენ მივდივართ იერუსალიმში ერთი კვირით და იქ აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის. უკვე თითქმის ერთი ჩემოდანია თქვენი მოსახსენებლები. ჩვენ იმის სიტყვას ვერ მოგცემთ, რომ ერთ წირვაზე დავამთავრებთ მათ, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში შევეცდებით, რომ არ გამოგვრჩეს არც ერთი და მოვიხსენოთ თქვენ და თქვენი ახლობლები.

ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ! ძალიან გთხოვთ, რომ ილოცოთ ჩემთვის.

ჩვენთან არს ღმერთი!

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი