მთავარი » ქრისტიანობა

სვეტიცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება(14.10.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.10.2016 | 4,652 ნახვა

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწალი – სვეტიცხოვლობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რა წმინდა ადგილია ეს. იმდენად წმინდა ადგილია სვეტიცხოველი, რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო მოახლოება გარდაცვალებისა, მან დატოვა ანდერძი,რომ არ დასაფლავებულიყო აქ, იმიტომ რომ უღირსად თვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ, სადაც სამთავროს მონასტერია. მცხეთობა მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში. უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენ მადლს, ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყოველ ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხში განმტკიცდეს, მართმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება“, – განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ განსაკუთრებით მიულოცა დღევანდელი დღე უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ასევე აფხაზებს, ოსებს, რუსებს და ყველას, ვინც საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა.

პატრიარქმა მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი გიორგი ბასილაია, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდა.

„ჩვენ საკვირველი ხალხი ვართ, აი, ერთ მოძღვარს გადაუწყვეტია, რომ სამეგრელოდან წამოსულიყო ფეხით სვეტიცხოველში. ეს არის დეკანოზი გიორგი ბასილაია. 6 დღე იარა წვიმაში, უამინდობაში, სიცხეში და გუშინ, შუა ღამისას მოვიდა. მარტვილიდან წამოვიდა ფეხით და 6 დღე იარა. მე ვლოცავ ამ მოძღვარს. ეს მადლი, რომელიც მან მოიპოვა ამ ფეხით წამოსვლით, შეეწევა მთელ საქართველოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

დღესვე კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.

„დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი საქართველოში და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მე მინდა მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდ დამსახურება, ბატონო გიორგი“, – განაცხადა პატრიარქმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი