მთავარიქრისტიანობასვეტიცხოვლობა - სადღესასწაულო ქადაგება (14.10.2014)

სვეტიცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება (14.10.2014)

14 ოქტომებრს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწალო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული- სვეტიცხოვლობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

სვეტიცხოვლობა

“უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოთ. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაინახავს, სად არის ჭეშმარიტება. ეს გზა ყოველმან ადამიანმა უნდა იპოვოს და ამ გზას უნდა გაჰყვეს. ხშირად ეს გზა არის ვიწრო, განსაცდელებით სავსე, მაგრამ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა ასევე განაცხადა, რომ დღეს სვეტიცხოველში დაბრძანებული იყო ათონის მთაზე დაწერილი ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ უფალი ჩვენთან არის და განსაცდელები ღვთის ძალითა და შეწევნით დაძლეული იქნება.

საქართველოს პატრიარქი მიესალმა ასევე ტაძარში მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს და აღნიშნა – მოხარულია, რომ ისინი ტაძარში იმყოფებოდნენ.

პატრიარქმა დალოცა პრემიერ-მინისტრი და უსურვა, “ღმერთმა მისცეს ძალა, გაუძღვეს ამ დიდ საქმეს”.
პატრიარქმა, ასევე, დღესასწაულთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირი დააჯილდოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები