21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიქრისტიანობადღესასწაულებისადღესასწაულო ქადაგება (13.12.2015)

სადღესასწაულო ქადაგება (13.12.2015)

სამება 13 დეკემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ასევე ვახტანგ გორგასლის და ორი კათოლიკოსის – პეტრე და სამუელის ხსენების დღე მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“რომ გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენს ისტორიაში არის ამოფრქვევები, ვულკანი რომ ამოაფრქვევს, ისე. როგორ შეიძლება ავხსნათ ჩვენ ამდენი წყალობა, ამდენი დიდება, ხალენი წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა. საქართველო წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის, კვართი უფლისა ჩამოტანილია საქართველოში, ანდრია პირველწოდებული ღვთისმშობლის ხატით ხელში მოდის საქართველოში. მეხუთე საუკუნე – ვახტანგ გორგასალი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. რამდენი შეიძლება გავიხსენოთ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მას. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. კათოლიკოსი პეტრე და იმის შემდეგ კათოლიკოსი სამუელი – პირველი კათოლიკოსები, პირველი დამოუკიდებელი ეკლესია საქართველოსი – ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველოზე განსაკუთრებული მადლია ღვთისა, მადლი უძლურთა მკურნალი, მადლი, რომელმაც შეცვალა ქართველი ადამიანი და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღესასწაულს, ჩამობრძანებას ანდრია პირველწოდებულისა საქართველოში. ასევე ვზეიმობთ ვახტანგ გორგასლის დღეს და პირველი კათოლიკოსების დღესასწაულს”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, ჩვენ ვმადლობთ უფალს იმიტომ, რომ უფალმა ინება დიდი წყალობა.

“უფლის წყალობით ვართ, რაც ვართ. დღეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქართველი ადამიანი უნდა შევიდეს ეკლესიაში და მადლობა შესწიროს უფალს ამდენი წყალობისთვის. წმიდა მოციქული ანდრია გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ქადაგებას საქართველოში, ვახტანგ გორგასალი და პირველი კათოლიკოსები აგრძელებენ თავის მოღვაწეობას. შეგეწიოთ ღვთის მადლი და ღვთის კურთხევა იყოს თქვენზე, საქართველოზე და მთელს მსოფლიოზე”, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები