მთავარიქრისტიანობადღესასწაულებისადღესასწაულო ქადაგება (13.12.2012)

სადღესასწაულო ქადაგება (13.12.2012)

ილია მეორე13 დეკემბერს, წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს დღესასწაული, წმიდანთა ხსენების დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

“დღეს ორი დიდი წმიდანის ხსენების დღეა – საქართველოს ეკლესიის დამაარსებლის, წმიდა ანდრია მოციქულისა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია დააარსა,”-ბრძანა უწმიდესმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიას უამრავი წმინდანი ჰყავს, რომლებიც მფარველობენ ქვეყანას და მან ამისთვის უფალს მადლობა შესწირა.

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქმა სამი მეცნიერი: თამაზ გამყრელიძე, ზურაბ ჭუმბურიძე და გრიგევ ფარულავა წმიდა გიორგის ოქროს ჯვრის ორდენით დააჯილდოვდნენ.

იხილეთ სრულად:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები