მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (13.12.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.12.2011 | 2,110 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ილია მეორე დღეს არის ოთხი დიდი წმიდანის დღესასწაული. ჩვენთან ყველაფერი განსაკუთრებულად ხდება. ამდენი წმიდანი არც ერთ ქვეყანას და ეკლესიას არ ჰყავს. ისინი ჩვენს ქვეყანას იცავენ და იფარავენ. სად არის რომის იმპერია, ბიზანტია? სად არიან სხვა დიდი ქვეყნები? – ისინი აღარ არსებობენ. საქართველო კი, ეს პატარა ქვეყანა, ღვთის მადლითა და ძალით არის და იქნება.

ვახსენეთ ოთხი წმიდანის ხსენება. პირველი – ანდრია პირველწოდებული გახლავთ, რომელიც პეტრე მოციქულისა ძმა და იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. ის სხვა მოციქულებთან ერთად შემდეგ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოწაფე გახდა. ანდრია არის პირველი სახარების მქადაგებელი. მისგან გავიგეთ ჩვენ, თუ რა იყო სახარება და რას ქადაგებდა მაცხოვარი. ძალიან მძიმე იყო მისი დასასრული. იგი ჯვარზე გააკრეს. ჯვარცმამდე მან იქადაგა შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარაში. წმიდა ანდრია იყო ქართველთა პირველი განმნათლებელი. ჩვენ თაყვანს ვცემთ მის ღვაწლსა და შრომას.

დღეს აღვნიშნავთ ვახტანგ გორგასალის ხსნეებასაც. იგი გახლდათ დიდებული პიროვნება, საოცარი გარეგნობითა და სულიერი არსებით. მისი მეფობის დროს, V საუკუნეში საქრთველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო. ეს მოხდა ანტიოქიის კრებაზე. მსოფლიო საპატრირქოს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდა. ჩვენ წლების მანძილზე გვქონდა დავა ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. არ გვაძლევდნენ მირონის კურთხევის უფლებას საქართველოში, რაც უმთავრესია ეკლესიის ავტოკეფალიისთვის. რამდენიმე წლის დავის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ მირონის კურთხევის უფლება.

მესამე წმიდა პიროვნება არის კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე. საოცრება ის იყო, რომ ანტიოქიაშიც პეტრე იყო და საქართველოშიც. სიტყვა კათალიკოსი წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან და ნიშნავს “საყოველთაოს”. ე.ი.საქრთველოს პატრიარქი არის სულიერი მამა ყველასი, სადაც არ უნდა იყოს იგი. როცა პატრიარქად მაკურთხეს, რუსები გაკვირვებულები იყვნენ, ეგონათ, რომ კათოლიკე ვიყავი. მათ არ იცოდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობა. პეტრეს ჰყავდა მეგობარი სამუელი. მისი გარდაცვალების შემდეგ იყო სამუელი.

აი, ეს ოთხი პიროვნება არის უდიდესი ძალა და საუნჯე საქართველოს ეკლესიისა. ეს დღე უნდა აღინიშნებოდეს მცხეთაში.
ვახტანგ მეფეც და პირველი კათოლიკოსებიც იქ არიან დაკრძალულნი. მომავალ წელს ეს დღესასწული იქ ჩავატაროთ. დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მათი ლოცვით გაძლიერდეს სააქრთველო. შეგვინდოს უფალმა ჩვენი შეცოდებანი, დამთავრდეს ღამე და გათენდეს დღე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!

მე მინდა გითხრათ, რომ იწერება უნიკლური ხატი, რომელიც დამთავრდება 24 დეკემბერს. 25-ში კი იქნება მისი კურთხევა. სიონის შემდეგ, სადაც ჩატარდება პარაკლისი, ეს ხატი დაბრძანებული იქნებ სამებაში. ამ ხატს დავარქვით “საქართველოს იმედი”. ასე, რომ ჩვენ ყველას გველოდება დიდი სიხარული. ღმერთმა არ მოგაკლოთ სიხარული და მშვიდობა!

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი