13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასადღესასწაულო ქადაგება (11.06.2014)

სადღესასწაულო ქადაგება (11.06.2014)

11 ივნისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, დღეს სამი მნიშვნელოვანი დღესასწაული აღინიშნება – ჯვრის თაყვანისცემა, რომელიც გამოჩნდა ცაზე წმინდა ნინოს დროს, ლომისობის წმინდა გიორგის დღესასწაული და ახალი ეპისკოპოსის კურთხევის დღე.

სვეტიცხოველი

პატრიარქმა არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი გერმანია-ავსტრიის ეპისკოპოსად აკურთხა და ქართველების სამშობლოში დაბრუნება დაავალა.

“უფალმა გვაჩვენა თავისი წყალობა და მადლი, სინოდის სახელით, ჩემი სახელით, საქართველოს სახელით გილოცავთ ამ დიდი მადლის მიღებას. ეპისკოპოსები არჩეული ხართ, იქ სადაც მრავლად არის ქართველი მოსახლეობა, თქვენ უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენ იმიტომ კი არ გაგამწესეთ, რომ იქ დარჩეთ, არამედ თავი უნდა მოუყაროთ იქ მცხოვრებ ქართველებს, დაბრუნდეთ თქვენ და ისინიც უნდა დააბრუნოთ. მინდა აჩვენოთ საქართველოს ეკლესიის მადლი და მაგალითი, ვინც იქ მოღვაწეობს. იმედი მაქვს, რომ ამას შეძლებთ და დაბრუნდებით და ჩვენს ქართველ მოსახელობასაც დააბრუნებთ სამშობლოში. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი მათთვის და ყველა ქრისტიანისათვის”, – ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა ახლადარჩეულ მეუფეს ეპისკოპოსის კვერთხი გადასცა და დალოცა.

დღესვე, კათოლიკოს–პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში რამდენიმე სასულიერო პირი ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები