8 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – სულთმოფენობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
როგორ უწმიდესმა აღნიშნა, დღეს საპატრიარქო ტაძრის დღესასწაული, წმინდა სამების ხსენება.
“ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არს ჩვენთან. ვმადლობთ უფალს, რომ ამ დიდებული ტაძრის აშენება ინება. სხვა სახელობის რომ ყოფილიყო, ჩვენ მას ვერ ავაშენებდით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხელთუქმნელი ტაძარი, მსგავსად ხელთუქმნელი ხატისა. როცა ეს ტაძარი აშენდა, ვთქვი, რომ ეს არის ავტოპორტრეტი ქართველი ხალხისა”, – ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, სახლები ნაკურთხი წყლით აკურთხონ.
