მთავარიქრისტიანობასადღესასწაულო ქადაგება (08.02.2013)

სადღესასწაულო ქადაგება (08.02.2013)

დავითობა

ილია მეორე8 თებერვალს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა, მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლზე, მის სულიერებაზე, წიგნიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით აღმაშენებელი იყო პიროვნება, რომელმაც მოიწვია რუის-ურბნისის კრება და მოხდა ერისა და ეკლესიის სულიერი განწმენდა.

პატრიარქმა ბრძანა, რომ წმიდა მეფემ დააარსა გელათის აკადემია და ყოველი უმაღლესი სასწავლებელი მისი მსგავსი უნდა ყოფილიყო.

უწმიდესმა ასევე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში პირველი უნივერსიტეტი წმიდა დავით მეფის ხსენების დღეს დაარსდა. მან დღევანდელი დღე მიულოცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და იქ მომუშავე ყველა ადამიანს.

“მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, რა ნაკლი მაქვს. მე არ მაქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამწუხაროდ. ამდენად დიდია ჩემთვის ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობა. დღესაც კი დავიწყებდი სწავლას ამ უნივერსიტეტში, რომ შეიძლებოდეს. აქ მოღვაწეობდნენ დიდი პროფესორ-მასწავლებლები, ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც დიდი ტანჯვა გაიარა”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა ბრძანა, რომ 8 თებერვალს ასევე დაარსდა პატრიარქის ფონდი, რომელიც ეხმარება გაჭირვებულებს. ამ ფონდის სახსრებით ბეჭდავენ წიგნებს და ბევრი კარგი რამ კეთდება. მან მოუწოდა მრევლს, მიაქციონ ამ ფონდს ყურადღება, რადგან მისთვის გაღებული თანხა ხალხის დახმარება იქნება.

უწმიდესის თქმით, ასევე, დღეს სასულიერო აკადემიაში, თეოლოგიაში სადისერტაციო საბჭო დაარსდა, რომელიც მაძიებლებს დოქტორის ხარისხს მიანიჭებს.

ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში ჯვრებით, ხატებით ლიტანიობა დაიწყო. ლიტანიას წინ თავად უწმინდესი მიუძღვებოდა.

სადღესასწაულო მსახურებას პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.

იხილეთ ქადაგება სრულად:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები