მთავარი » ქრისტიანობა

იოანე ნათლისმცემლის შობა – სადღესასწაულო ქადაგება (07.07.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.07.2013 | 1,901 ნახვა

7 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა უწმიდესი და უნეტარესმა ილია მეორემ და სინანულის შესახებ ისაუბრა.

უწმიდესმა ბრძანა, ხშირია, როცა ადამიანები ვამბობთ , რომ მრავალი განსაცდელი და გაჭირვებაა. “მაგრამ როდის არ იყო გაჭირვება, ეკლესიას ეწოდება მებრძოლი ეკლესია. ადამიანი უნდა ებრძოდეს თავის თავს, ვნებებს, ცოდვებს. უნდა გააჩნდეს სინანული და განცდაი თვისთა ცოდვათა. თუ სინანული და საკუთარი ცოდვების განცდა არის ადამიანში, ის არ განიკითხავს სხვას, ის უფალს სთხოვს პატიებას”, – აღნიშნა უწმიდესმა და იოანე ნათლისმცემელს შესთხოვა, ერს სინანული მოანიჭოს.

პატრიარქის თქმით, სინანული ცვლის ადამიანს და იგი თითქოს ხელახლა იბადება. ადამიანი თავსა და ვნებებს უნდა ებრძოდეს.

“საოცარია ადამიანის თვისება – ჩვენ უკეთ ვხედავთ ცოდვებს სხვა ადამიანში, ვიდრე – ჩვენს თავში. ეს ნიშნავს, რომ დახშულია ჩვენი გონება და გული. არ უნდა შეგვეშინდეს იმ გაჭირვებისა, რაც ხშირად არის გარშემო. ეს გაჭირვება ღვთის მადლითა და ღვთისმშობლის ლოცვით გაივლის, თუ ახლოს ვიქნებით ღმერთთან, გვექნება სასოება და იმედი ღვთისა. ღმერთმა მოგვცეს სინანული, რათა განვლოს ცოდვებმა, გავხდეთ ძე ღვთისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ პეტრე-პავლობის დღესასწაული ვინაიდან პარასკევს ემთხვევა, მორწმუნეთათვის თევზით ხსნილი იქნება.

შაბათს სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით უწმიდესი წირვა-ლოცვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრუელბს.

ქადაგების დასასრულს ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი