მთავარი » ქრისტიანობა

გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (06.05.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2015 | 1,638 ნახვა

6 მაისს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქაშვეთის ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – გიორგობა მიულოცა უწმიდესმა ქაშვეთის ტაძარიდა უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, წმ.გიორგი არის სიმბოლო, მფარველი საქართველოსი. წმ.გიორგი მუდამ იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს საქართველოს.

“ქართველი ადამიანები ცოტა უცნაური ადამიანები ვართ. ჩვენი დიდებული მეფე, დავით აღმაშენებელი ამბობს, გულზე დამადგით ფეხიო. ასეთი რამ მეფეს კი არა, რიგით ადამიანს არ უთქვამს. მეორე მეფე, ვახტანგ გორგასალი ამბობს: ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა. ესეც არავის უთქვამს. უთქვამთ, რომ წამებას გავუძელი და სხვა რა. მაგრამ შენ რომ ეძებდე სიკვდილს ქრისტესთვის, ეს არაჩვეულებრივი გამოთქმაა. ეს ახასიათებს ქართველ ადამიანს. ამ სიტყვებში ქართული სულია, გონებაა, სულიერებაა”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას წმინდა გიორგის წამების ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგი იმპერატორმა დიოკლიტიანემ აწამა. მისივე თქმით, ერთ-ერთი წამების შემდეგ, როდესაც სისხლმდინარი წმინდა გიორგი საკანში შეაგდეს, წარმოთქვა სიტყვები: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. და მას მოესმა ხმა, მაცხოვრის სიტყვები: ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარო.

“ეს სიტყვები მუდამ გვესმის მთელი ისტორიის მანძილზე. განსაცდელი ბევრია, ჩვენ გარშემო, წარსულშიც და დღესაც, მაგრამ ღმერთი, წმინდა გიორგი, ღვთისმშობელი და წმინდანები არიან ჩვენი მფარველები. აღვავლენთ ლოცვებს, რათა ჩვენი განსაცდელი სიხარულით შეიცვალოს, ვევედრებით მამაზეციერს, რომ წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთმა ყველა გაჭირვებულ ადამიანს უშველოს. “, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცა პრეზიდენტს, რომელიც ატარებს გიორგის სახელს, ასევე მთავრობას, სამღვდელოებას, მღვდელმთავრებს და ყოველ ადამიანს, რომელიც ატარებს გიორგის სახელს.

“ჩვენ 12 მეფე გვყავდა გიორგის სახელით და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. უნდა გვახსოვდეს, როცა ვფიქრობთ, რომ ღმერთმა დაგვტოვა და არ გვეხმარება, სწორედ მაშინ, ყველაზე ახლოსაა ჩვენთან”, – ბრძანა უწმიდესმა ქადაგების დასასრულს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი