13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობადღესასწაულებისადღესასწაულო ქადაგება (06.05.2012)

სადღესასწაულო ქადაგება (06.05.2012)

გიორგობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

ილია მეორე სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს – გიორგობას. ეს არის ჩვენი საერო და სასულიერო დიდი დღესასწაული. ქართველი ხალხი მუდამ სხვადასხვა სახელით ამკობდა წმ. გიორგის: თეთრი წმიდა გიორგი, პიროფლიანი გიორგი… მართლაც, წმიდა გიორგი პიროფლიანია, რადგან ყველა ადამიანს ეხმარება გაჭირვების ჟამს. აი, ჩვენ წინაშე ორი პიროვნებაა: წმიდა გიორგი და მისი მტანჯველი იმპერატორი დიოკლიტიანე. ერთი, თითქოს, გამარჯვებული და მეორე – დამარცხებული. მაგრამ ვინ არის დამარცხებული და ვინ – გამარჯვებული, – ეს დრომ გვიჩვენა. წმიდა გიორგიმ სულიერად დაამარცხა დიოკლიტიანე. ამიტომაც სპეციალურად დაწერილია ხატი, რომელზეც გამოსახულია, თუ როგორ განგმირავს წმიდა გიორგი შუბით დიოკლიტიანეს.

ეს საკითხი – გამარჯვებული და დამარცხებული – აქტუალური იყო წარსულშიც და არის დღევანდელ დღესაც. ვისაც ჰგონია, რომ გამარჯვებულია, სინამდვილეში დამარცხებულია და პირიქით. ამიტომ ყოველი ადამიანის იმედი უფალი უნდა იყოს. როცა წმიდა გიორგი აწამეს, შეაგდეს საკანში და მას ეგონა, მიტოვებული იყო ყველასაგან, სწორედ ამ დროს მოესმა მას ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ! ასევე ხდება ყოველი გაჭირვებული ადამიანის ცხოვრებასა და საქართველოს ისტორიაშიც. საქართველოს ესმის დღეს ხმა: საქართველო, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ! უფალი ჩვენთანაა.

შევთხოვთ უფალს, რომ წმიდა გიორგის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ!

თათია ნავროზაშვილი

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები