4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ
მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.
უწმიდესმა მღვდელ-მონაზონი გრიგოლ კაცია მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა.
პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
ილია მეორემ პარლამენტისა და ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხზე ისაუბრა.
“პარლამენტი და ხელისუფლება განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა,” – ბრძანა უწმიდესმა და დასძინა, რომ ამას არ სჭირდება შუა რგოლი და ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ამიტომ, კარგად უნდა გავეცნოთ კანონს და არ უნდა ავჩქარდეთ.
ილია მეორემ მთიანი რეგიონების სოფლების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მთიან რაიონებში შევქმნათ ისეთი პირობები, ხალხს აღარ მოუნდეს იქედან წამოსვლა.
პატრიარქმა გლობალიზაციის შესახებ ისაუბრა და ბრძანა, რომ მიმდინარე პროცესები გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ ის უნდა მივიღოთ, რაც ჩვენთვის საჭიროა, რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მართლმადიდებლობას, ქართველი ხალხი არ მიიღებს.
იხილეთ ქადაგება სრულად:

VIDEO RATOM AR DEVS? ERT-SQESIANTA QORCINEBA ROM DAUSHVEBLAD GAMOACXADA PATRIARQMA IMITOM? RIS SHESAXEBAC ARAFERI AR WERIA AM STATIASHI. ALBAT PATRIARQS ICAVT GADAGVAREBULEBIS AGRESIISGAN MAGRAM SIMARTLIS DAMALVA AR SHEIDZLEBA, AGER ME MAINC UNDA DAVCERO ES KOMENTARI
zviad, იხილეთ ვიდეო:
http://www.youtube.com/watch?v=-K7908Zril8