მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (04.12.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.12.2011 | 2,141 ნახვა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

patriarki დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია. ღვთისმშობელი ტაძარში იზრდებოდა, სადაც საღვთო წერილსა და ხელსაქმეს სწავლობდა. მას ტაძრის მადლი ცვლიდა და ამაღლებდა.

მსურს რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძარს. ტაძარი – ეს არის კარიბჭე სასუფევლისა. მახსენდება ის დრო, როცა ამ წმიდა ტაძრის მშენებლობას ვიწყებდით. ჯერ მხოლოდ საძირკველი იყო ნაკურთხი, მაგრამ ისეთი მადლი მოეფინა ამ ადგილს, სახლებში წასვლა აღარ გვინდოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტაძარში განსაკუთრებული მადლია და ეს მადლი ადამიანს ცვლის. დღეს განსხვავებულად უყურებენ სულიერ ფასეულობას. ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნიათ. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? როგორ უნდა შევხვდეთ მაცხოვარს? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ადგილი იყოს მაცხოვრის მარჯვენა მხარეს? უპირველეს ყოვლისა, მტკიცე რწმენა უნდა გვქონდეს, რასაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.

დედ-მამა ცდილობს ბავშვს მრავალსახოვანი განათლება მისცეს. ამ დროს კი გვავიწყდება მისთვის სულიერი განათლების მიცემა. ამიტომ ისინი იზრდებიან ეგოისტები, რომელნიც ტოვებენ თავიანთ მშობლებს, მიჰყავთ ისინი მოხუცთა სახლებში. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ როგორც თავად მოექცევიან თავიანთ მშობლებს, ისე თავიანთი შვილები მოექცევიან მათ. ადამიანი ბედნიერი რომ იყოს, ამისი პასუხი გვქვს ჩვენ: “პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ”. “კეთილი გეყოს” – ეს ნიშნვს ბედნიერი და დღეგძელი იყო ქვეყანასა ზედა. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ყოველდღე უნდა მიხვიდეთ მშობლებთან და სთხოვოთ დალოცვა. მშობელი დაგლოცავს და შენ რომ წახვალ სხვაგან, მისი გული შენს ლოცვაში იქნება მთელი დღე. ეს არ უნდა დაივიწყოთ.

წყალობა უფლისა და სიყვარული ღვთისა და მადლი ყოვლადწმიდისა სულისა იყო თქვენთან და საქართველოსთან და მთელ მსოფლიოსთან.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ამინ!

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი