12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობანინოობა - დავით გარეჯობა - სადღესასწაულო ქადაგება (01.06.2017)

ნინოობა – დავით გარეჯობა – სადღესასწაულო ქადაგება (01.06.2017)

ილია მეორე 1 ივნისს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაულები – ნინოობა და დავით გარეჯელის ხსენების დღე მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ჩვენს ისტორიაში და საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში ხშირი შემთხვევაა, როცა გამოჩნდება ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება, რომლის გავლენაც არის მთელი საუკუნეების მანძილზე და მანამდეც სანამ იარსებებს ეს დედამიწა. აი ასეთი პიროვნება ბრძანდება წმინდა ნინო, რომელიც ჩამოვიდა კაბადოკიიდან საქართველოში და შესცვალა ჩვენი ერი, შესცვალა კულტურა, სარწმუნოება და დაგვაყენა ჭეშმარიტ გზაზე.

თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო. ან იქნებოდა ქრისტიანობა საქართველოში? წმინდა ნინომ თავისი ღვაწლით, თავისი ლოცვითა და სასწაულებით გაკურნა ნანა დედოფალი, მირიან მეფეს კი დაუბრუნა მხედველობა, როცა მან მიმართა წმინდა ნინოს ღმერთს. წმ. ნინომ აღასრულა სხვა მრავალი სასწაული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი არის განსაკუთრებული პიროვნება საქართველოსთვის და ჩვენ ყოველდღე უნდა ვადიდოთ წმინდა ნინო და უფალი, რომელმაც მისცა ეს ძალა წმინდა ნინოს.

დღესვე არის ხსენება დავით გარეჯელისა. მისი ღვაწლი და მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”, – ბრძანა ილია მეორემ ქადაგებისას.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები