12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობადღესასწაულებიგიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (06.05.2014)

გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (06.05.2014)

6 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია წმინდა გიორგის ხატი უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

პატრიარქმა მრევლს დღესასწაული – გიორგობა მიულოცა და უფალს შესთხოვა, წმიდა გიორგიმ მეოხებითა და ლოცვით მშვიდობა მომადლოს სრულიად საქართველოს და მთელ ეკლესიას.

“დღეს არის ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაული – გიორგობა. დღეს არის დღე, როდესაც წმინდა გიორგი ღვთის სახელით აწამეს და ჩვენ ვხედავთ ამ წამების სიდიადეს, წამების შედეგს. ჩვენ წინაშეა ორი პიროვნება: იმპერატორი დიოკლიტიანე და წმიდა გიორგი. თითქოს ორივე იცავს ჭეშმარიტებას, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ის წმიდა გიორგის მხარესაა”, – აღნიშნა უწმიდესმა და ბრძანა, როდესაც სისხლმდინარე წმ. გიორგი საკანში შეიყვანეს და სისხლით იცლებოდა, მას მოესმა უფლის ხმა: ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ.

პატრიარქის თქმით, ჩვენც, როდესაც ვხედავთ ამდენ განსაცდელს, უსამართლობას, გვესმის ხმა უფლისა: საქართველო, ნუ გეშინია, უფალი შენთან არის.

ილია მეორემ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც არასდროს არავის არ ჩაგრავდნენ და ყველა ხედავდა და გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება.

“როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მე მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითნი და უნებლიეთნი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს”, – აღნიშნა უწმიდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა კიდევ ერთხელ მიულოცა მრევლს გიორგობა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, – ვინც წმ. გიორგის სახელს ატარებს.

იხილეთ ქადაგება სრულად:

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. გილოცავთ გიორგობას! ღმერთმა გაგვიძლიეროს და წმინდა გიორგის მადლი და კალთა ფარავდეს ჩვენს უწმინდესს პატრიარქს, რამხელა ძალა გვყავს ჩვენ მისი სახით კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ.
    ამ კანონს რაც შეეხება მართლა ინანებენ რაღაც დროის შემდეგ თავად მიხვდებიან თუ რა შეცდომა დაუშვეს და მართლა უკანონობა დააკანონეს

  2. “არ გაცვეთილა ილორის წმ. გიორგის მახვილი!” მამა ლეონტი ჟვანია.

  3. მივენდოთ უფალს და მოვუსმინოთ პატრიარქს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები