21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიქრისტიანობასადღესასწაულო მსახურება (ავტოკეფალიის აღდგენის დღე 25.03.2017)

სადღესასწაულო მსახურება (ავტოკეფალიის აღდგენის დღე 25.03.2017)

პატრიარქი 25 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

პატრიარქმა წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა:

„არის ისტორიული მოვლენები, ისტორიული თარიღები, რომელნიც აღემატებიან თავის მნიშვნელობას; აღემატებიან როგორც ისტორიულ მოვლენას. აი, ასეთი ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

საქართველოს ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია მე-5 საუკუნეში. დიდი ღვაწლი, დიდი შრომა გასწია მეფე ვახტანგ გორგასალმა, როცა იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადგენილი იყო პირველი კათალიკოსი – პეტრე. რა იქნებოდა საქართველო, რომ არ გვქონოდა ჩვენ ავტოკეფალია?! ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წყალობამ ღვთისამ და მადლმა ღვთისამ ინება და საქართველოს მიეცა ავტოკეფალია. ცნობილი დიდი კანონისტი ვალსამონი ამბობს: ამბობენ, რომ საქართველომ და კვიპროსმა ნეტარი პეტრეს დროს მიიღო ავტოკეფალია და თავისუფლება. აი, ამ ორ სიტყვას – ავტოკეფალია და თავისუფლებას ხმარობს.

ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის დადგენა საქართველოში. ტაძრები, რომლებიც აშენდა, წიგნები, რომლებიც დაიწერა, კულტურა, რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე – ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია და გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენას. იგი იყო გაუქმებული და აღდგენილი 100 წლის წინ. ჩვენ თავს ვიხრით კირიონის წინაშე, ლეონიდეს წინაშე, კალისტრატეს წინაშე, ანტონ გიორგაძის წინაშე და სხვათა წინაშე, რომელთაც დიდი ღვაწლით, დიდი შრომით აღადგინეს 100 წლის წინ ავტოკეფალია“.

უწმინდესმა ბრძანა, რომ გადაიხდის პანაშვიდს წინაპრებისათვის, რომელთაც იღვაწეს საქართველოსთვის, ერისთვის და ეკლესიისათვის.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები