მთავარი » ქრისტიანობა

“საჭმელ-სასმელსა და რბილ საწოლზე უარის თქმა, როგორც ჩანს, ბევრს არც უჭირს…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2022 | 427 ნახვა

წმ. იოანე ოქროპირი

საჭმელ-სასმელსა და რბილ საწოლზე უარის თქმა, როგორც ჩანს, ბევრს არც უჭირს. განსაკუთრებით კი ბავშვობიდანვე მკაცრ პირობებში გაზრდილთ. იგივე ითქმის ფიზიკურად გაკაჟებულ ხალხზე, მათ ეიოლებათ კიდეც ასეთი ღვაწლი. მაგრამ შეურაცხყოფის, ცილისწამების, მწარე სიტყვის, მდაბიოთა განზრახული და უნებლიე დაცინვის, უფროსებისა და ხელქვეითების უსამართლო შენიშვნების ატანა, ცოტას, ერთი-ორ კაცს თუ შეუძლია.

ხდება ისიც, რომ მკაცრი ღვაწლის მტვირთველნი, ვერ უმკლავდებიან ამ უსიამოვნებებს. ასეთ დროს მათ ველური ცხოველის მძვინვარება იპყრობს ხოლმე. ასეთი ხალხი განსაკუთრებით უნდა განერიდონ ეკლესიას. წინამძღოლი ოდნავადაც არ ვნებს მრევლს, თუკი მშიერი და ფეხშიშველი არ დაიარება. მაგრამ მძვინვარე, მრისხანებამორეული, საკუთარ თავსაც ვნებს და ახლობელსაც.

კაცს თუ პირველის ტვირთვა არ შეუძლია, ამისთვის მას ღმერთი არ დასჯის, მაგრამ ცუდად განრისხებული “თანამდებ არს იგი გეჰენიისა ცეცხლისასა” (მათე 5,22).” როცა კაცს, რომელსაც მარტო ცხოვრებისას, ან ცოტა ხალხთან ურთიერთობის დროს არ შეეძლო მრისხანების მოთოკვა, ბევრ ხალხს მიანდობენ, იგი მაშინვე იმ მხეცს ემსგავსება, რომელსაც თითქოს ყოველი მხრიდან დასაჭერად დასდევენო. მას თავადაც არ ექნება სიმშვიდე და სხვებსაც ბევრ ჭირს შეჰყრის.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი