sstv.ge
საცეცხლურს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ლიტურგიაში. იგი ღვთისმსახურების ერთ-ერთი მთავარი ჭურჭელია, რომელიც ადრე ქრისტიანული ხანიდანვე ჩანს. საცეცხლური სიმბოლურად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უკავშირდება. ღვთისმშობელს, რომელმაც დაუტევნელი ცეცხლი დაიტია.
საქართველოში სირია-პალესტინური წარმომავლობის საცეცხლურები ადრექრისტიანული ხანიდანვე გვხვდება. მხოლოდ მე-10 საუკუნიდან გვაქვს პრეცენდენტი, როდესაც ადგილობრივ მოხდა მათი ჩამოსხმა.
იხილეთ ვიდეო:
