მთავარიქრისტიანობაშაბათ-კვირას საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება

შაბათ-კვირას საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება

უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შაბათ-კვირას იკურთხება საქართველოს ქალაქები და სოფლები ყველა ეპარქიაში. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

ქალაქის კურთხევა

წირვის შემდეგ მოძღვრები და მრევლი საეკლესიო ბაირაღებითა და ჯვარ-ხატებით, ლოცვითა და გალობით, ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თავიანთი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიას და შემდეგ, წინასწარ დადგენილი მარშრუტით, შეუერთდებიან სხვა ტაძრების მღვდელმსახურებსა და მრევლს და ერთად გაემართებიან ცენტრალურ მოედანზე, სადაც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი შეასრულებს პარაკლისს.

მრავალგზვის წაიკითხება ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი: “მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო”.

მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის კურთხევით არჩევნებამდე დარჩენილი დღეების მანძილზე და განსაკუთრებით კვირას მღვდელმთავრებმა და სასულიერო პირებმა ყველა სხვა ქალაქი და სოფელი უნდა აკურთხონ.

სასურველია მრევლმა თავის სახლში და მიმდებარე ტერიტორიაზე თვითონაც ასხუროს ნაკურთხი წყალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები