მთავარი » კონკურსი

საბა მარგველაშვილი-“ჩემი სკოლა”- სსიპ ქალაქ ქუთაისის №11 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.01.2015 | 9,395 ნახვა

სკოლა არის ხიდი, რომელიც გადებულია სიბნელისა და სინათლეს შორის. ის, როგორც დაუშრეტელი წყარო ბედნიერი მომავლისა, საბა მარგველაშვილი უდიდესს როლს ასრულებს ბავშვის შემეცნების გაფართოებასა და სრულფასოვნად ჩამოყალიბებაში, რომლის უგულებელყოფა და ზურგის შექცევა მის მოთხოვნილებებზე დიდ დანაკარგს განაცდევინებს ყოველ ადამიანს.

მე ვარ საბა მარგველაშვილი, ქ. ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. ზემოთხსენებულ სკოლაში პირველი კლასიდან ვსწავლობ, შესაბამისად, კარგად ვიცნობ მის თითოეულ კუთხეს და ვიცი რა პრობლემის წინაშე დგას ის. სწორედ, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და ორიოდე სიტყვით ვისაუბრებ ჩემი სკოლის შესახებ, რათა გავაცნო საზოგადოების ფართო წრეს.

ყოველი მშობელი საკუთარი შვილისათვის ირჩევს კომფორტულ სკოლას, სადაც არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება სწავლისათვის და გაკვეთილები წარიმართება ჰარმონიულად. ჩემს სკოლაში კი რა კომფორტზეა საუბარი, როდესაც ელექტროენერგია არ მიეწოდება შენობის უმეტესს ნაწილს, ზამთრის პერიოდში ხშირად ცა ღრუბლიანია, რის გამოც საკლასო ოთახებში ბნელა და შეუძლებელი ხდება საგაკვეთილო პროცესის წარმართვა. გათბობას რაც შეეხება, გამათბობელების რაოდენობა მცირეა, ამასთან, სისტემის გაუმართაობის გამო, ზოგიერთი წერტილის სრულფასოვნად მუშაობა არ ხდებოდა. საერთო ჯამში კი, სიცივე იყო. ამიტომაც, მოსწავლეებს გაკვეთილებზე ქურთუკებით გვიწევდა ყოფნა. განსაკუთრებით საბრალონი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც ბეღურებივით აბუზულნი იყვნენ შესვენების დროს გამათბობლებთან. საბედნიეროდ სკოლის ახალი დირექტორის მოსვლის, მისი კეთილი ნებით და სამინისტროს მხარდაჭერით ეს საკითხი უკვე მოგვარდა.

სსიპ ქალაქ ქუთაისის №11 საჯარო სკოლა

ჩემი სკოლა, ერთი შეხედვით, ღრმად მოხუცებული და დაბეჩავებული, რომელსაც ასაკი მოუვლელობითა და უყურადღებობით, სინამდვილეზე მეტად დასტყობია ძალზედ სავალალო მდგომარეობაშია. დიდად გულსატკენია მისი ხავსმოდებული ექსტერიერი, ასევე ღობე, რომელიც დანგრეულია და სკოლის ეზოში თავისუფლად შემოდიან ქათმები, მაწანწალა ძაღლები, რამოდენიმეჯერ ძროხაც კი შემინიშნავს, რომელიც არხეინად ძოვდა ეზოში მობიბინე ბალახს.ასევე, არასასიამოვნოა, როდესაც გაკვეთილების მიმდინარეობის დროს, ჭერიდან ბეტონის ნამსხვრევები სცვივა, რაც შესაძლოა მოსწავლეს თავში მოხვდეს და მნიშვნელოვნად დააზარალოს. სსიპ ქალაქ ქუთაისის №11 საჯარო სკოლა გარდა ამისა, სპორტული დარბაზის იატაკი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, მასზე გადაადგილება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან ფეხის გადაბრუნების წინაშე ვდგავართ მოსწავლეები. ხოლო, რაც ყველაზე მეტად ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, ეს არის წვიმის დროს შენობაში ჩამონადენი წყალი, უმეტესად კედლებიდან.

ყოველივე ამით, ჩემი სკოლა მიუვალი სოფლის საგანმანათლებლო დაწესებულებას ემსგავსება, რის გამოც მკვეთრად მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა და შესაბამისად დაბალ კონკურენტიანი ხდება ქალაქის დანარჩენ სკოლებს შორის.

სიცივე, სიბნელე და წყალი ამგვარი დახასიათებით ყოველ ადამიანს ალბათ მღვიმე გაახსენდება და არა სკოლა.

რაც შეეხება სასწავლო ინვენტარს, როგორიცაა: სკამები, მერხები და დაფები მოძველებულია. ისინი დაახლოებით 35 წელს ითვლიან და ალბათ აღარც არის საჭირო მათი ვიზუალური აღწერა, რადგან თვით ასაკი მეტყველებს მათ მოუხერხებლობის შესახებ.

სკოლის ეზო საკმაოდ დიდია და მრავლად დაიტევს ნარგავებს. ჩემი სურვილია აქ, წლების შემდეგ იყოს სკვერები, რომელთა სილამაზე მნახველს აღაფრთოვანებს და სიამოვნებას მოჰგვრის, ასევე, შესაძლებელი იქნება მასწავლებელმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილი ჩაუტაროს მის წიაღში, რაც წაახალისებს ბავშვებს და პატარაობიდანვე შეიყვარებენ მცენარეებს.

სსიპ ქალაქ ქუთაისის №11 საჯარო სკოლა

მე ძლიერ მომწონს და მახარებს ჩემი სკოლის შენობაში წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ტაძრის არსებობა, რაც თითოეულ მოსწავლეს იფარავს და აძლიერებს.ასევე, დიდად სასიხარულოა, რომ სკოლის ეზოში ჩაყრილია წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის საფუძველი, რომლის მშენებლობაც, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერ ხერხდება.

ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებს ახალმა დირექტორმა მოგვილოცა და რა თქმა უნდა, წარმატება გვისურვა ყველას. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მთელი გულითა და სულით, როგორც მოსწავლემ, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს, რომელმაც ჩემს სკოლაში გამოგზავნა შრომისუნარიანი, მიზანდასახული და დირექტორობისათვის შესაფერი ადამიანი ბატონი უშანგი ფხაკაძე.

დღეს ჩემს სკოლაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც მიზანმიმართულია სკოლის კეთილდღეობისკენ. დიდად სასიამოვნოა, რომ სკოლა უახლოეს მომავალში ჩვენი დირექტორისა და მშობელთა ინიციატივით პროფილური გახდება და გაძლიერებულად შეისწავლება ინგლისური ენა და მათემატიკა. ასევე, თანმიმდევრულად შეიცვლება მოსწავლეთა ფორმის შემოღება სკოლაში, რაც უკვე პირველ კლასში განხორციელდა.ფორმის შემოღებას მრავალმხრივი დადებითი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც ის, რომ თანაბრად გამოიკვეთება თითოეულ ბავშვში სოციალური ბალანსი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ უკვე შეიქმნა რა?სად? როდის? კლუბი და ყოველ ხუთშაბათს, შეჯიბრებები ტარდება კლასებს შორის. შეჯიბრებების გამართვა სპორტული თვალსაწიერიდანაც არის დაგეგმილი, სადაც გამარჯვებული გუნდები გარდამავალ ჯილდოს მოიპოვებენ. სულ მალე ჩემს სკოლაში დაიწყება პროგრამა- “საუბარი მოძღვართან” და “ოჯახის ექიმთან”, რომლებიც გაესაუბრებიან მოსწავლეებს და საჭირო რჩევა-დარიგებებს მისცემენ. გაზაფხულიდან კი სკოლის ტერიტორიაზე განხორციელდება მწვანე ნარგავების განაშენიანება. ყოველივე ეს და კიდევ მრავალი განსახორციელებელი გეგმა მოსწავლეთა თვითმართველობის სხდომებზე განვიხილეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, თქვენთან კვლავ გამოაგზავნის წერილს მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე და წერილში იქნება ბევრი რამ შეცვლილი უარყოფითობიდან დადებითობისკენ.

ჩემს სკოლაში არსებული პრობლემების მიუხედავად, რომელმაც მე დისკომფორტი შემიქმნა და დღესაც მიქმნის, მაინც ძალიან მიყვარს ის, რადგან ჩემი სკოლა არის ადგილი, სადაც მე ვისწავლე წერა-კითხვა, გავიგე რა იყო მეგობრობა, არეალი გამეხსნა საზოგადოებისაკენ და რაც მთავარია, გამოვცადე პირველი სიყვარული. სსიპ ქალაქ ქუთაისის №11 საჯარო სკოლა ყოველივე ამის შემდეგ კი, როგორ შეიძლება არ მიყვარდეს, არ ვაფასებდე და გული არ მტკიოდეს მასზე, რასაც ბავშვობის უტკბესი მოგონებები უკავშირდება.

სწორედ ამიტომ, დიდი იმედებით სავსე ვარ და მჯერა კიდევაც, რომ მე-11 საჯარო სკოლას ვნახავ გაბრწყინებულს, მისი ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება და დაიკავებს ადგილს საპატიო სკოლებს შორის, რომლებიც არიან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი.

მართალია, ჩემთვის აღარაფერს შეცვლის ჩემი სკოლის მომავლის სიდიადე, რადგან თითქმის დავამთავრე, მაგრამ ჩემი შვილები, შვილიშვილები და საერთოდ, მომავალი თაობა იამაყებს მისით, რაც მე ძლიერ გამახარებს.
იმედია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყველა ზემოთ აღნიშნული პრობლემა აუცილებლად მოგვარდება უახლოეს პერიოდში.

საბა მარგველაშვილი
17 წლის
სსიპ – ქალაქ ქუთაისის № 11 საჯარო სკოლა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • lela-lela says:

    gisurvebt winsvlas ,imedebis gamartlebas da survilebis asrulebas !

  • ekaterine says:

    მიხარია რომ მე-11 საჯარო სკოლას დღეს ჰყავს ღირსელი დირექტორი, რომელიც ფიქრობს მოსწავლეებზე, სკოლაზე პედაგობებზე და არააა იმაზე თუ როგორ გაისქელოს ჯიბე ფულებით, უკვე მრავალი წელია რაც საშინელ წუმპეშია ეს სკოლა და დაკარგული აქვს მისი სახელი და ღირსება, დიდი იმედი მაქვს რომ მე-11 საჯარო სკოლა დაიკავებს ადგილს ქალაქის წარმატებულ სკოლათა შორის და იგი საამაყო გახდება იმ მოსწავლეებისთვის რომლებიც აქ სწავლობენ და ასავეე ამ სკოლის კურსდამთავრებულთათვიის . . .

    • Lia says:

      Saba, es skola davamtavre 35 clis cin, tavidan megona kargs cerdi da gamexarda, mere zalian damckda guli, chem dros zveli shenoba iko , magram movlili, me skolis damtavrebis shemdeg tbilisshi var, ertxel vikavi da axali ashenebuli iko eg shenoba magram mainc ar momecona, chem skolas ar gavda da guli damckda da axla kide ufro zalian cud xasiatze davdeqi, imitom rom zalian xshirad maxsendeba chemi skola da vfiqrobdi rom chaval qutaisshi aucileblad mivaltko

  • დავითი says:

    ძვირფასო ქალბატონო ეკატერინე-”ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა…”

    ჩემო საბა მსგავსი ფოტოები სხვადასხვა უწყებებში გაგზავნილი შეიძლება მოიძიო სკოლაშიც, არა ერთი.გუსწრფელობა არ დაკარგო.

    • saba says:

      chemo dzvirfaso adamianebo ,me chemi skola dzalian miyvars . skolis siyvarulshi ki ar vgulisxmob kedlebis siyvaruls, me vgulisxmob im adamianebs vinc me11 skola ase dzlier shemayvara…amis gamodzaxilia es leqsic . metertmete skolam shvilad mimigo , momialersa da agzrda damiwyo . man chems mimartebit sitbo gaigo, ramac siyvarulit guli amivso. . tormeti weli is tavs mevleboda da mzrunvelobit meferoboda. is chems cxovrebashi mzed ixateboda, romlis sxivebic yoveldge brwyindeboda. . grdzlad mechveneboda me skolis wlebi erti shexedvit dro martlac didi, magram vcdebodi yofila wamebi, uviwyari da yvelaze tkbili. . dges dairekeba chemtvis bolo zari, rac tvalebidan cremls damadenineb. warsuls chabardeba wutebi mtkbari, mis kedlebs shoris chems tavs gadamxdari. . mshvidobit skolav chemo agmzrdelo, bednierebas gisurveb marad. udzvirfaseso da sanatrelo shen chems cxovrebas dahnati lamprad. . momenatrebi me usazgvrod ver dagiviwyeb xshirad gnaxav da shens kedlebs chavexutebi. tvalwin gamirbens tkbili wlebi mogonebisa da sixarulit agvsebuli kvlav avcremldebi

  • კახა says:

    ბრავო, წაკითხვა მესიამოვნა.
    თქვენს დამოკიდებულებაში გამოკვეთილად ჩანს საზოგადოებრივი ინტერესები, რითაც ის ამბობს თითოეული მოსწავლის/პედაგოგის/მშობლის სათქმელს.
    განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თქვენი პოზიტიური განწყობა-ხასიათი. სწავლა-განათლებაზე მსჯელობა, სკოლის პირობების მიმოხილვა, სამომავლო გეგმები, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯები – ეს ყველაფერი მხოლოდ წარმატებისკენ წაგვიყვანს.
    ჩვენ ყველას გვახსოვს დიადი ვაჟა, რომელიც სანთლის შუქზე იღებდა განათლებას. მთავარია თქვენი მოტივაცია იყოს მუდამ ამაღლებული.
    ამ სტატიის მთავარი სათქმელი, გაგეცნოთ თქვენი სკოლა ფართო საზოგადოებისთვის, შესრულებულია.
    მე, როგორც ფართო საზოგადოების რიგითი წარმომადგენელი, გამოვთქვამ დიდ მოწონებას ზოგადად ქუთაისის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და დირექტორის მიმართ. გისურვებთ ცხოვრების მწვანედ სავალ გზას, განსაკუთრებით მინდა თქვენ და თქვენს მეგობარ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები გისურვოთ.
    გევლოთ მუდამ სიკეთით და სიყვარულით, რომელთა გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელია. მე თქვენ მიყვარხართ, გაფასებთ და იმედი მაქვს თქვენი მსგავსი გონიერი, მართალი და პატრიოტი ქართველების. პატივისცემით

  • saba says:

    “იგი იბრძოდა სკოლის ინტერესებისათვის ,აქვეყნებდა მწვავე კრიტიკულ სტატიებს ,რითაც გადაიკიდა ადგილობრივი ბობოლები .ამის გამო უჩივლეს ,შანტაჟი მოუწყვეს და აიძულეს წასულიყო სკოლიდან … ეს არის ამონარიდი ვაჟას ბიოგრაფიიდან ,იმედია მის ბედს არ გავიზიარებ.

  • levan says:

    saba miyvarxar dzalian. yochag shen !

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი