მთავარი » პოპულარული

საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.10.2012 | 3,195 ნახვა

მიმინოშვილი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა თუ ზოგადად, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ უმოკლეს ვადაში შეიმუშავა სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელი, რომელიც ლოგიკურად თანხვდება ამა თუ იმ საგნის სავალდებულო ნაწილის სწავლების დასრულებას და საგამოცდო პროცესს მოსწავლეებისათვის მაქსიმალურად მოქნილს ხდის.

ახალი მოდელით მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

ამასთან, მე-11 კლასის მოსწავლე, ამა თუ იმ საგანში წარუმატებლობის მიუხედავად, შეუფერხებლად აგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და აღნიშნული საგნის გამოცდას დამატებით აბარებს სასწავლო წლის ბოლოს.

ახალი მოდელის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უშუალოდ უზრუნველყოფენ მეთორმეტეკლასელთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები საკუთარ სკოლებში ჩააბარონ.

მოსწავლეები, რომლებიც 2012-2013 სასწავლო წელს მეთერთმეტე კლასში სწავლობენ, გამოცდებს, გამონაკლისის სახით, არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ. შესაბამისად, მათ ოპტიმალური დრო ექნებათ გამოცდებისათვის მოსამზადებლად.

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს, გამოცდები კომპიუტერულად, ცენტრის მიერ შემუშავებული ე.წ. cat-ის მოდელით ჩატარდება.

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მიზნით აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ტრადიციულად, ივლისის თვეში ჩააბარებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს მუშაობას კონცეფციის შუმუშავებისათვის, რომლითაც განისაზღვრება საგანმანათლებლო სისტემაში გასატარებელი კომპლექსური ცვლილებები. სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოდელის საბოლოო მოდიფიცირება, ძირითადი პრინციპების შენარჩუნებით, აღნიშნული კონცეფციის შემუშავების შემდეგ მოხდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • გიორგი შონია says:

    ეს ინფორმაცია დაიდო სამინისტორს საიტზე რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს მინისტრის განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სკოლებს უპლება აქვთ თავისით გადაწვიტონ თუ რა სტილის გამოცდებს ჩაუტარებენ ბავშვებს

  • ბექა says:

    როგორ მომწონს ეს ახალი მთავრობა ბიძინას და მიშას გაუმარჯოთ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი