საატესტატო გამოცდები 2013

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. საატესტატო გამოცდები 2013 პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გაიმართება, მეორე ეტაპი – 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით.

კონკრეტულ საგანში გამოცდის ფორმის არჩევის და საგამოცდო განრიგის საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სკოლა იღებს.

გამოცდის ჩაბარების უფლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.

პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად ვერ/არ ჩააბარა გამოცდები, მხოლოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირდება, რომელშიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია. ასეთ პირს უფლება აქვს პირველ ეტაპზე ყველა (8) დამამთავრებელი გამოცდა ჩააბაროს.

მოსწავლეებისა და ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას სკოლა უზრუნველყოფს.

5 COMMENTS

    • chemi megobari ert skolashi chaichra eqsternze da exla unda ro sxva skolashi chaabaros eqsternis gamocdebi da saatestatooc…awi sagazapxulod eqneba shansi ro chaabaros es yvelaperii?

  1. romdemde unda viyot eset gaurkvevlobashi rogor sheidzleba sakutari skamebis danawilebaze piqroben da chven ar vanagvlebt..eseti mouwesrigebeli mtavroba namdvilad sheva natoshi me mjera…puff

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები