მთავარი » ქრისტიანობა

ღვთისმშობლობა – სადღესასწაულო ქადაგება (21.09.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.09.2018 | 1,217 ნახვა

ღვთისმშბლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა:

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ შობას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

დიდუბის ტაძარი განსაკუთრებული ტაძარია. უძველესი საკუნეებიდან ადამიანები მოდიოდნენ აქ და იღებდნენ იმას, რასაც თხოულობდნენ.

მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა _ როცა მაკურთხეს დიაკონად, აქ გამომიშვა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ და აქ მივიღე პირველად ისეთი მადლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მდევს. აქ არის სასწაულთმოქმედი ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ხალხი ძველად ფეხშიშველი მოდიოდა დიდუბის ტაძარში ლოცვით და სათხოვარი უსრლდებოდათ.

მძიმე დროს ვცხოვრობთ. მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს.

უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვის მშვიდობით.

დალოცვილი და გახარებული იყავით. ხშირად მობრძანდით აქ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს.

მამების დაჯილდოება გვინდა დღეს.

დეკანოზი მოსე (ოთარაშვილი) დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი დავით (ჩიტიძე) დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით

დეკანოზი პეტრე (ბარამიძე დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით

დეკანოზი ბაქარი (ბურდული) დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი ვახტანგი (სტეფნაძე) დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. შევთხოვთ უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას რომ მწუხარება ჩვენი სიახრულად გარდააქციოს.

ჩვენთან არს ღმერთი!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი