24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარისხვადასხვა"ღვთისმშობლის ხატის სითბოს დღესაც ვგრძნობ"

“ღვთისმშობლის ხატის სითბოს დღესაც ვგრძნობ”

Rvtismshobeliღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს ,,დაშრიტე მწუხარება ჩემი’’ მრავალი სასწაული და კურნება აქვს აღსრულებული. ბატონმა გელა შიშმანაშვილმა ხატის ძალა და მადლი საკუთარ თავზე გამოსცადა. როგორც თავად ამბობს, ხატი მის ოჯახში 2 წლის წინ შემთხვევით აღმოჩნდა და იმ წუთიდანვე დაშრიტა მისი მწუხარება.

გელა შიშმანაშვილი: ,,ჩემი ისტორია ღვთისმშობლის ხატის ,,დაშრიტე მწუხარება ჩემის’’ მიმართ დიდ სასწაულთანაა დაკავშირებული. დაახლოებით ორი წლის წინ მოულოდნელად სახლში თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. მივხვდი, გონებას ვკარგავდი. შინ მარტო ვიყავი. დასახმარებლად მხოლოდ მეზობელ ბიჭთან დარეკვა მოვასწარი და გავითიშე. გონს რომ მოვედი, საწოლში ვიწექი, თავს მეზობელი ბიჭი, გია და სასწარაფოს ექიმები მეხვივნენ.

გიას ვთხოვე, მეორე ოთახიდან ხელში რომელი ღვთისმშობლის ხატიც შეხვდებოდა, ის შემოებრძანებინა. ხატს რომ დავხედე, ვერ ვიცანი, გულში ჩავიხუტე და ლოცვა დავიწყე. მალე ისევ გონება დავკარგე. მდგომარეობიდან 4 საათის შემდეგ, რეანიმაციულ განყოფილებაში გამოვედი. მეუღლეც მოსულიყო და სასთუმალთან მეჯდა. ექიმებს ყველანაირი ანალიზის ჩატარება მოესწროთ, თუმცა დიაგნოზი ვერ დასვეს. გაზის მოწამვლის შესახებ მათი ეჭვი უსაფუძვლოდ მიმაჩნია. ღვთისმშობლის ხატის სითბოს, რომელიც იმ დროს ხელში მეჭირა, დღესაც ვგრძნობ. აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი.

მნიშვნელოვანია, რომ ხატი მეზობელმა ჩემი პატარა სამლოცველოდან აიღო. დღემდე მე და ჩემი მეუღლე ვერაფრით ვიხსენებთ, როგორ გაჩნდა ეს ძვირფასი ხატი ჩვენს სახლში. მეუღლემ ოჯახში შემოტანილი ნებისმიერი ხატის ისტორია კარგად იცის, თუ სად შეიძინა, როდის, ან ვინ გვაჩუქა. გიასაც ვკითხეთ, ხატი მისი ხომ არ იყო. არც ეს დადასტურდა. როგორც თქმულა, ,,შეუცნობელია განძი უფლისა,’’ დიდია მისი სახელი.’’

ბატონო გელა, ეკლესიურად თუ ცხოვრობთ?

,,მე მუსიკოსი გახლავართ, მევიოლინე. მაქვს სამსახური. წელიწადის ნახევარს თურქეთში მიწევს ყოფნა. მყავს მეუღლე და 12 წლის ქალიშვილი. ზამთრობით თბილისში ვარ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მივყვე ეკლესიურ ცხოვრებას. მყავს მოძღვარი და ძალიან მიყვარს ეკლესია, სადაც წმიდა საიდუმლოებებს ვეზიარები. საყვარელი ხატის გამოჩენის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება, ხედვა და აღქმა, მეგობრების წრე.’’

სასწაულები ხდება, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი მას არ უნდა ეძიებდეს.თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ილოცოს და იწამოს ღმერთი.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

4 COMMENTS

  1. მადლობა უფალს და მის ყოვლადწმიდა დედას,რომელთაც ამ ხატის მეშვეობით რადიკალურად შეცვალეს გელას ცხოვრება.ასევე დიდი მადლობა თქვენ ამ მასალის გამოქვეყნებისათვის,რამეთუ კიდევ ერთი და მრავალი ადამიანის ცხოვრებას თუ არ შესცვლის,ყოველ შემთხვევაში ამ სასწაულის ძალაში დარწმუნება ერთ ნაბიჯს მაინც გადაადგმევინებს უფლისკენ,ხოლო უფალი როგორც მოსიყვარულე მამა თავის უძღებ შვილს შორიდანვე იხილავს და გულში ჩაიკრავს…

  2. ვეტანხმები გოცჰას,მადლობა გჰმერტს კიდევ ერტი ქარტველი სჰემობრუნდა ქრისტიანობისკენ და როგორც ყოველტვის გჰმერტმა ის გულსჰი ცჰაიკრა.სწორია არ უნდა ვედზებდეტ სასწაულებს,მაგრამ ადამიანი ისეა მოწყობილი,რომუწჰირს დაიჯეროს.მაგრამ უნდა გვწამდეს უფალი ისე ყოველგვარი დამტკიცების გარესჰე.სასწაულებიც ქნა ქრისტემ,მაგრამ ისრაილებმა ის არ მიიგჰეს…

  3. გელა ძალიან მიყვარხარ. ღმერთმა ყოველთვის გადაგარჩინოს და ფარავდეს შენს ოჯახს.

  4. სასწაულები ყოველ წამს ხდება,მთავარია ადამიანებს შეგვეძლოს მისი დანახვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები