მთავარი » ქრისტიანობა

ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატის ფოტო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.09.2017 | 1,093 ნახვა

X საუკუნის ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატის ფოტო გადაღებულია 1910 წელს ლაშხეთის თემის სოფელ ჩუკულში. დღემდე მოღწეულია ხატის მხოლოდ მარცხენა კარი წმიდა გიორგის გამოსახულებით და ქვედა ნაწილის მცირე დეტალები.

ხატის შუაში წარმოდგენილია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი; გვერდებზე – მოციქულები პეტრე და პავლე. მარჯვენა და მარცხენა კარებზე წმიდა მხედრები: წმიდა გიორგი და წმიდა თეოდორე.

ღვთისმშობლის ჭედური კარედი ხატის ფოტო

ხატის შემორჩენილი ნაწილი, ჩუკულისა და ჯახუნდერის ეკლესიებიდან გატაცებულ სხვა ნივთების ფრაგმენტებთან ერთად, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 1934 წლიდან ინახება. ხატის დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, 1933 წელს ლეჩხუმისა და სვანეთის ეკლესიების ძარცვას შეეწირა.

წყარო: http://www.archives.gov.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი