12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიეკლესია-მონასტრებითიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია - თიანეთის მუნიციპალიტეტი

თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია მდებარეობს დაბა თიანეთის ცენტრში. ტაძარი კომუნისტური რეჟიმის შემდეგ პირველი ტაძარია, რომელიც დაბაში აშენდა და 70 წლიანი უღმერთობის შემდეგ თიანელების სულიერ კერად იქცა. ტაძრის მშენებლობა 1998 წელს დაიწყო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტის მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით და 2002 წლის 27 იანვარს ნინოობის დღესასწაულზე შედგა ტაძრის საზეიმო კურთხევა. მას შემდეგ უკვე 16 წელია განუწყვეტლივ აღევლინება ღვთის სადიდებელი და სამადლობელი მსახურებები.

მშენებლობაში თითქმის ყველა თიანელი იღებდა მონაწილეობას და ძირითადად სწორედ მოსახლეობის შემოწირულობითა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით აშენდა თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

ფოტო: თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები