მთავარიხატები და ფრესკებიღვთისმშობლის კასპეროვის ხატი

ღვთისმშობლის კასპეროვის ხატი

ღვთისმშობლის კასპეროვის ხატის ხსენება 29 ივნისს, 1-ელ ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს აღინიშნება.

XVI საუკუნის ბოლოს ხატი ტრანსილვანიიდან გადმოიტანა წარმოშობით სერბმა, რომელიც დასახლდა ხერსონის გუბერნიის ოლვიოპოლის მაზრაში. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატზე შთამომავლები ზრუნავდნენ. 1809 წელს ხატი გადაეცა ქალბატონ კასპეროვას, რომლის სოფელი ნოვო-ივანოვკა მდებარეობდა დნეპრის მარჯვენა ნაპირზე.

1840 წელს სასწაული მოხდა: ხატი, რომელიც გაშავებული იყო, ქალბატონ კასპეროვას გულმხურვალე ლოცვის შემდეგ (ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში დახმარების თხოვნით) სრულად განახლდა, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახეები გაბრწყინდა, რაც დღემდე ასე დარჩა.

ხატის სახელს უკავშირდება დიდგვაროვანის პარალიზებული ხელის განკურნება; შემდგომ ეპილეფსიისგან, დამბლისგან განკურნების შემთხვევები… მრავალი სხვადასხვა სასწაულის აღსრულების შემდეგ ხატი სასწაულთმოქმედად აღიარეს და მას მრავალი სნეული და დახმარების საჭიროების მქონე მოილოცავდა.

1852 წელს ქალაქ ხერსონის მცხოვრებლებმა გამოითხოვეს ნებართვა, რომ ყოველწლიურად, უფლის ამაღლების დღესასწაულზე, ჩაეტარებინათ სასწაულმოქმედი ხატით სალიატანიო სვლა.

1853-1855 წლების ყირიმის ომის დროს სასწაულმოქმედი ხატით სალიტანიო მსვლელობა ჩატარდა ალყაში მყოფ ოდესაში, მტრების თვალწინ, და ქალაქი უვნებელი დარჩა. ეს მიიჩნიეს ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ნიშნად და მაშინვე გადაწყდა, ეს მოვლენა დაუვიწყარი გაეხადათ და 1 ოქტომბრის დღე უწმინდეს დღესასწაულად ექციათ.
სასწაულმოქმედი ხატი ყოველწლიურად სალიტანიო მსვლელობით მოაქვთ სოფელ კასპეროვკიდან ოდესაში და რჩება იქ 1 ოქტომბრიდან აღდგომის მეოთხე დღემდე, ხოლო ამაღლების დღესასწაულიდან 29 ივნისამდე იმყოფება ხერსონში; 1 -ლი ივლისიდან 1 -ელ აგვისტომდე კი – ქალაქ ნიკოლაევში. სასწაულმოქმედი ხატის წინაშე პარასკევობით იკითხება აკათისტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი.

2009 წლისთვის სასწაულმოქმედი ხატი ინახება ოდესის მიძინების საკათედრო ტაძარში.

1992 წლიდან ცნობილი გახდა ასევე ხატის ასლი – ღვთისმშობლის ტერვენიჩის ხატი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები