24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიფოტორეპორტაჟირუსთავის სიონი

რუსთავის სიონი

რუსთავის სიონი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, უფრო ცნობილი როგორც რუსთავის სიონი, ქალაქ რუსთავში მდებარეობს. იგი აგებულია 2000–2011 წლებში. პროექტის ავტოვრები არიან დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, ნიკოლოზ აბაშიძე და ნიკოლოზ დადიანი. მშენებლობას ხელმძღვანელობდა თეიმურაზ ბურკიაშვილი. მოქანდაკეები ქალაქ რუსთავის მოქალაქეები იყვნენ. ტაძრის არქიტექტორია თამაზ გველუკაშვილი.

ტაძარი ჩახაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც გარშემო გალერეა აკრავს. ეკლესიის სიმაღლე 19 მეტრია. არქიტექტურულად იგი ნიკორწმინდის, კაცხისა და ბანას ტაძრების შერწყმაა, მისი ჩუქურთმები კი სხვადასხვა ქართული ტაძრების მორთულობებს იმეორებს.

2011 წლის 27 აგვისტოს რუსთავისა და მერნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ ტაძარი აკურთხა. 28 აგვისტოს კი პირველი სადღესასწაულო წირვა ჩატარდა და საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა.

ფოტო: ნინო ჩალაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები