19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობარუმინეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის 300 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა

რუმინეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის 300 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა

წყარო: www.patriarchate.ge

27 სექტემბერს რუმინეთში საზეიმოდ აღინიშნა წმინდა ანთმოზ ივერიელის გარდაცვალებიდან 300 წლისთავი. ღონისძიებებში, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად,
რუმინეთში წმინდა ანთიმოზ ივერიელის 300 წლისთავი საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც მონაწილებდა შემდეგი შემადგენლობით: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე.

წაკითხულ იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა:

მის უნეტარესობას, უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტს და ბუქარესტის მთავარეპისკოპოსს, სრულიად რუმინეთის პატრიარქ დანიელს

თქვენო უნეტარესობავ, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,

300 წლის წინ მოწამეთა დასს შეემატა უდიდესი წმინდანი და ღვთის წინაშე რუმინელი და ქართველი ხალხის გამორჩეული მეოხი ანთიმოზ ივერიელი.

როდესაც მის ცხოვრებას ვეცნობით, გვაოცებს ღვთის განგებულება: რატომ მოხდა, რომ ქართველმა ადამიანმა ჩაუყარა საფუძველი რუმინეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს ეროვნულ ნიადაგზე აღორძინებას?! ალბათ, იმიტომ, რომ გაცხადებულიყო, თუ როგორია ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, – წმინდა ანთიმოზი ხომ, ერთის მხრივ თავდაუზოგავად იბრძოდა ეროვნულობისათვის,მეორეს მხრივ კი წარმოაჩენდა, რომ მოყვასს არა აქვს ეროვნება და ღმერთის მსახურება ამ გრძნობაზე მაღლა დგას, რაც, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავდება კოსმოპოლიტური დამოკიდებულებისაგან.

რუმინელთა უბრალოებამ, ღვთის სიყვარულმა და სიკეთემ მისცა ძალა წმინდა ანთიმოზს 26 წლის მანძილზე უშურველად გაეცა სიყვარული, – აეშენებინა ათობით ეკლესია, ემუშეკა ხელოვნების სხვა და სხვა დარგში, ყოფილიყო ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი, მთარგმნელი და საგამომცემლო საქმის ისეთი ორგანიზატორი, რომ რუმინეთი ექცია საერთაშორისო საგამომცემლო ცენტრად; სხვათაშორის, საქართველოშიც მან დაარსა პირველი სტამბა.

მისი პიროვნება სულ სხვა განწყობებს ბადებს ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის, სხვა ძალითა და მადლით გვაახლოებს და ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენებს, რომ მხოლოდ ჭეშმარიტებას უნდა ემსახუროს ჩვენი სიცოცხლეცა და სიკვდილიც.

წმინდა ანთიმოზის ლოცვით ღმერთმა მოგვმადლოს მშვიდობა და სულიერი წინსვლა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II

27.09.2016.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები