მთავარი » კულტურა

რუბენსი – განსწავლულობის სასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.06.2012 | 7,317 ნახვა

რუბენსის დაბადებიდან მთელი კაცობრიობა სიყვარულით წარმოთქვამს მის სახელს. როგორც შემოქმედი, მსუბუქია, ლაღი. მის სურათებში თვალი მეტ სიამოვნებას პოულობს, ვიდრე – გონება. რუბენსი იგი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარია. რუბენსის სურათი იოლი მისაწვდომია, მაგრამ მისი ნიჭის ახსნა და ერთ ჩარჩოში მოქცევა – ძნელი.

პეტერ პაულ რუბენსის სამშობლო ფლანდრიაა, მაგრამ დაიბადა გერმანიაში, ემიგრანტის ოჯახში, 1577 წელს. მამა იქვე გარდაიცვალა. ქვრივი დედა სამშობლოში მაშინ დაბრუნდა, როცა ყმაწვილი 10 წლის იყო. 21 წლის ოსტატი უკვე მხატვართა გილდიის წევრი გახლდათ. მას განსწავლულობის სასწაულს ეძახდნენ, რადგან ცამეტი წლისამ თავისუფლად იცოდა შვიდი ენა.

1600 წელს იტალიაში ჩავიდა, სადაც რვა წელი დაჰყო. იტალიაში ყოფნამ რუბენსს ბევრი რამ მისცა. იყო ჰერცოგის კარის მხატვარი. აქ შესრულებული ნამუშევრები უკვე მოწმობს, რომ ევროპის ფერწერის ისტორიაში ახალი გოლიათი იზრდებოდა. თავისუფალი წერის მანერა ტიციანისგან აიღო.

იტალიაში შექმნილი ნახატებიდან შემორჩენილია “საფლავად დადება”, რომელიც კარავაჯოს კოპიოა. მსგავსება იმაში მდგომარეობს, რომ მასაც აინტერესებს დინამიური კომპოზიციის აგების პრინციპი, როცა მთელში ნაწილები კი არ უპირისპირდება ერთმანეთს, არამედ ერთმანეთში გადადის და ჩნდება გამთლიანება. ასევე – სასურათო სიბრტყის მთლიანი შევსება, ენერგია. განსხვავება საერთო გადაწყვეტაშია. კარავაჯო უფრო დრამატულია, რუბენსი – ხალისიანი, შესრულებაც უფრო ფერწერულია. სწვდება სიცოცხლის მრავალფეროვან საიდუმლოებებს. საოცარია მისი განფენილობა და ჟანრული სიუხვე. ქმნის მითოლოგიურ სურათებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს, ყოფით სცენებს. ხატავს ხესა და ტილოზე.

იზაბელა სამშობლოში დაბრუნებულმა რუბენსმა 1609 წელს შეირთო ქალაქის მესვეურის ასული, მშვენიერი იზაბელა ბრანდტი. ამ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია “ავტოპორტრეტი იზაბელა ბრანდტთან ერთად”. შესრულება გულმოდგინეა ტანისამოსში, ერთიანობა მეტია. გამა ცოტა მუქია, მაგრამ მნიშვნელოვანია კომპოზიცია. ორი ფიგურა მეტ რიტმულ მოძრაობას ქმნის, ვიდრე სხვა ერთად თავმოყრილი ფიგურები. ნახატში იგრძნობა სითბო და სიყვარული. ფიგურები ძალიან მოძრავია.

ამავე პერიოდშია შესრულებული სიუჟეტურად დრამატული სცენა “ლევკიპეს ქალიშვილების მოტაცება”. ორი აბჯარასხმული, მზემოკიდებული ცხენოსანი მამაკაცი იტაცებს ორ ქალს. ეს სცენა რეალურად საკმაოდ მძიმე სანახავი იქნება, მაგრამ სურათზე ძალიან ცოცხალი და ხალისიანია. ამას განაპირობებს სურათის მხატვრული განწყობა. ფიგურები ქმნიან ერთ მთლიან წრეს, რაც თითქმის მთლიანად ავსებს ფორმატს, მაგრამ ეს არ არის ფორმათა ქაოტური გადახლართვა. ეს გახლავთ პლასტიური რიტმების ერთიანობა, რომელიც იწყება მარცხნიდან, ცხენის აწეული ფეხით, გადადის მის კისერზე და ასე გრძელდება, სანამ არ შეიკვრება წრე. ხალისიან განწყობას, ასევე, განსაზღვრავს ფერის, ტონალობებისა თუ ფაქტურების გენიალური შეხამებები, ბზინვარე აბჯარი, ხორბლისფერი სხეული და ა.შ.

რუბენსის შემოქმედებაში ჭარბადაა ბიბლიური სიუჟეტები. მისი წმიდანებიც კი ძლიერია. მამაკაცი ძალით გამოირჩევა, ქალი – ხორციელი სისავსით. გარდამოხსნა “ჯვარის აღმართვა” გვაოცებს დინამიკით, რეალისტური სინათლით. “გარდამოხსნაში” იესო მიძინებული სათნოების ცხედარს მოგვაგონებს. რუბენსის სხეულები საღებავით ისე ცოცხლდებიან, რომ ყოველი ნაკვთი გამჭვირვალე და თბილია. “ჯვარცმაში” ქრისტეს ხელზე რომ სისხლი მოწანწკარებს, ნამდვილი სისხლია. ამას ოსტატი ფერთა შეხამებით აღწევს. სხეული იმდენად ცოცხალია, გვინდა შევეხოთ.

მხატვრის შემოქმედებაში მრავლადაა მითოლოგიური სიუჟეტები, რომელიც ტილოზე ანტიკური სიუხვითა და სისავსითაა გადატანილი. მათ შორისაა “არგუსი”, “ვენერა და ადონისი”, “სამი გრაცია”, “პერსევსი და ანდრომედა”, “ამაძჴნთა ბრძოლა” და სხვ.

ძნელია რუბენსის სურათებზე ლაპარაკი. ისინი უნდა იხილო. დიდებული კომპოზიცია, ფერთა სიმკვეთრე და სიუხვე, განლაგება, სინათლე, პროპორცია შარავანდედად ევლება ფიგურებს. მხატვრის შემოქმედების ოქროს ხანა გრძელდება სიჭაბუკიდან სიკვდილამდე, მაგრამ 1610-20 წლები წარმატებისა და სრულყოფის წლებია.

ელენე 1626 წელს გარდაიცვალა მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი იზაბელა, რომელთანაც მხატვარმა 17 ბედნიერი წელი გაატარა. სასოწარკვეთილი ოსტატი ნუგეშს მხატვრობაში ეძებდა. იგი მრავალ ქვეყანაში იყო ელჩი, ხშირად მეფეებსა და ლორდებს შორისაც გახლდათ, მაგრამ რუბენსი რუბენსად დარჩა მუდამ საკუღთარი სტილის ერთგული.

1630 წელს, ცოლად ირთავს 16 წლის მშვენიერ ელენე ფოურმენს. იწყება მისი შემოქმედების ახალი პერიოდი. თითქოს ხელს იღებს შეკვეთებზე, ხატავს ელენეს. ამ პერიოდში შექმნა მრავალი ბრწყინვალე პორტრეტი. დედაშვილური სიყვარულის ბრწყინვალე ნიმუშია “ელენე ფროუმენი ბავშვებთან”. მის პორტრეტებში არაჩვეულებრივადაა გადმოცემული ქალურობა, თვალები, თმები, ახალგაზრდობა, ჯანსაღი კანი, კონტრასტი ცივ საყელოსა და თბილ, ოქროსფერ სახეს შორის.

დიდოსტატი უეცრად ძლიერ მოტყდა. ჯერ მარცხენა ხელი გაუჩერდა, შემდეგ – მარჯვენა. ძლიერმა სენმა ლოგინად ჩააგდო. ახალგაზრდა ელენე თავს დასტრიალებდა მეუღლეს. 1640 წელს გარდაიცვალა რუბენსი. მხატვარი მეფური პატივით დაკრძალეს. სამარეზე ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს. დელაკრუამ რუბენსს ღმერთი უწოდა. დიდია რუბენსის ზეგავლენის ძალა. ეს არის თაობიდან თაობაში გრდამავალი გენიის ქროლვა.

სოფიკო აბულაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი