მთავარი » სხვადასხვა

“რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში ღვთისმსახურთა მონაწილეობა მიუღებელია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.07.2012 | 2,964 ნახვა

სინოდის განჩინება ჟურნალისტებს დღეს საღამოს, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო.

წმიდა სინოდიწმიდა სინოდის განჩინების თანახმად, რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში ღვთისმსახურთა მონაწილეობა მიუღებელია.

“წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს, ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

წმიდა სინოდმა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებითაც ისმჯელა:

“ეკლესია მომხრეა, ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის, მაგრამ ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით”.

წმიდა სიონოდის განჩინებით, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს:

“წმინდა სინოდზე ითქვა, რომ დღეს აფხაზები და ოსები უკვე ხშირად გამოთქვამენ აზრს, რომ საქართველოსგან გამოყოფამ მათ არსებობას საფრთხე შეუქმნა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღდგეს ძველი ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და უფრო ნათლად მოხდეს გაცნობიერება იმისა, რომ ამ კავშირშია მათი თვითმთყოფადობის შენარჩუნების გარანტია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

წმიდა სინოდმა საინგილოში მოღვაწე მღვდელი მიხეილ-მიქაელ ყოლოშვილი წმინდანად შერაცხა.

“ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს მელქისედეკის წარდგინებით, წმინდანად შეირაცხა საინგილოში მოღვაწე რწმენისთვის თავდადებული მღვდელი მიხეილ-მიქაელ ყოლოშვილი. მისი ხსენების დღედ 5 ივლისი დადგინდა”, – ნათქვამია განცხადებაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი