როგორც არ უნდა გვაწყენინონ, არა მარტო სამაგიერო არ უნდა გადავუხადოთ, არამედ, თუნდაც ძალიან გვიჭირდეს, მთელი გულით უნდა შევუნდოთ. უნდა ვძლიოთ თავს და როგორც ჩვენ შევუნდობთ, ასევე მოგვიტევებს და შეგვინდობს უფალი.

არ უნდა ვატაროთ გულში მოყვასისადმი ბოროტება და სიძულვილი. უნდა ვეცადოთ, გვიყვარდეს იგი… და თუ ვეცდებით ამის აღსრულებას იმდენად მაინც, რამდენადაც ძალა შეგვწევს, მაშინ შეგვიძლია სულში ვიქონიოთ იმედი, რომ ზეციური იერუსალიმის გზა გახსნილი გვექნება.
– –
ღმერთი წარმოგვივლენს სიყვარულს არა მარტო მაშინ, როცა სიკეთეს ვაკეთებთ, არამედ მაშინაც, როცა შეურაცხვყოფთ და განვარისხებთ მას. ხანგრძლივად და მოთმინებით იტანს ჩვენს უკანონობას და როცა გვსჯის, ჩვენდა სასიკეთოდ გვსჯის.
წმინდა სერაფიმე საროველი
