მთავარიქრისტიანობაროგორ ვძლიოთ სირცხვილს აღსარების დროს?

როგორ ვძლიოთ სირცხვილს აღსარების დროს?

როგორ ვძლიოთ სირცხვილს აღსარების დროს? – “სირცხვილი აღსარებაზე ცოდვების აღიარების გამო მოდი ამპარტავნებისგან. ამხილებს რა საკუთარ თავს ღმრთის წინაშე სულიერი მოძღვრის თანდასწრებით, ადამიანი ღებულობს სიმშვიდესა და ცოდვათა შენდობას.

გახსოვდეს, რომ მოუნანიებელი მძიმე ცოდვები სიკვდილის შემდეგ უდიდეს და მარადიულ სასჯელს შეგამთხვევენ. ის უნდა აღიარო პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად აღშფოთებს შენს სინდისს. მრავალი უმნიშვნელოზე საუბრობს, მთავარზე კი დუმს. და ამგვარად მიდის მიტევების გარეშე და ცოდვის წყლულებისგან განუკურნებელი.”

როგორ გავიგო, შემინდო თუ არა ღმერთმა აღსარებაზე ნათქვამი ცოდვები?

“არავინ და არასდროს არ უნდა შეუდგეს სინანულსა და აღსარებას, თუკი არ აქვს მტკიცე იმედი იმისა, რომ იტყვის რა გულწრფელ აღსარებას და მიიღებს ეპიტიმიას, ცოდვა სრულიად მიეტევება.”

წყარო: წიგნი – “რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა”
იბეჭდება ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
2002 წელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები