მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.07.2013 | 11,921 ნახვა

სიმსუქნე – პრობლემა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. როგორ ვებრძოლოთ მას? ამ საკითხზე მედიცინის დოქტორი, პროფესორი მიმოზა კანკია გვესაუბრება:

I. “ცილოვანი დიეტა წონასაც დაგაკლებინებთ და ჯანმრთელობასაც შეგინარჩუნებთ.
მაგრამ რეალურად ცილების დიდი ოდენობით მიღება და ნახშირწყლებზე უარის თქმა ორგანიზმს არაფერს არგებს. მსუქანი ის კი არა, თუ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ცილებით მდიდარ საკვებს – ხორცს, ყველს, კვერცხსმიირთმევთ, შესაძლოა, ქოლესტერინის დონემ აგიწიოთ, რაც გულის დაავადებათა რისკს გაზრდის.

რაც შეეხება ნახშირწყლებს, თუ დღეში130 გრამზე ნაკლებს მიიღებთ, ეს გამოიწვევს ფიზიკურ სისუსტეს, სისხლში შაქრის დონის დაწევას, ხოლო მათ, ვინც გონებრივ სამუშაოს ასრულებს, შრომის უნარი დაუქვეითდებათ.

II. სახამებელი ასუქებს. თუ წონის დაკლება გსურთ, სახამებლის შემცველი პროდუქტები, მაგალითად: ბრინჯი, კარტოფილი, მაკარონი, სიმინდი და ზოგიერთი ხილი, რაციონიდან უნდა ამოიღოთ.

მაგრამ სინამდვილეში, თუ ამ პროდუქტებს ცხიმიანი საკაზმების გარეშე მიირთმევთ, არ გასუქდებით. ასუქებს არა ბრინჯი, მაკარონი და კარტოფილი, არამედ ის მაღალკალორიული და ცხიმიანი გარნირი, რომელთან ერთადაც გიყვართ ამ პროდუქტების მირთმევა.

III. ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად, გრეიფრუტი, ცხიმს წვავს, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიღება წონას დაგაკლებინებთ.

რეალურად, არ არსებობს პროდუქტი, რომლის ჭამაც წონის დაკლებაში დაგვეხმარება. გრეიფრუტი აჩქარებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, მაგრამ მას არავითარი ეფექტი არ ექნება, თუ კვლავ მაღალკალორიული საკვების მიღებას განვაგრძობთ. ამ ციტრუსის მარგებელ ეფექტს დავინახავთ სათანადოდ შერჩეული დიეტის ფონზე.

IV. ხშირად ამბობენ: უცხიმო საკვები წონის დაკლების საწინდარია.

სინამდვილეში, შესაძლოა პროდუქტი ცხიმს საერთოდ არ შეიცავდეს, მაგრამ კალორიების ოდენობით ცხიმიან საკვებს გაუსწროს. მაგ.: პური, ფუნთუშა, მურაბაარ შეიცავს ცხიმს, მაგრამ ბევრად უფრო კალორიულია, ვიდრე მაწონი,ხაჭო,თევზი ან ქათმის ხორცი. ასე რომ, თუ წონის დაკლება გსურთ, საკვების კალორიულობა უნდა აკონტროლოთ და არა მასში შემავალი ცხიმის ოდენობა.

პომიდორი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც წონის კორექციაშიც დაგვეხმარება.

პომიდორს პირველად თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელები გაეცვნენ. ინდიელები მას,,ტომტალს“ უწოდებდნენ, რაც “მსხვილ კენკრას“ ნიშნავს. მას საკვებად არ იყენებდნენ, ეშინოდათ შხამიანი არ ყოფილიყო.

ევროპაში პომიდორი ესპანელი კონკისკადორების წყალობით გამოჩნდა. თუმცა საკვებად არც ევროპელები იყენებდნენ. მას მხოლოდ დეკორატიული მცენარის დანიშნულება ჰქონდა.

კარგა ხანს მიაჩნდათ, რომ პომიდორს ძლიერმოქმედი საწამლავის შეცვლა შეეძლო. სწორედ ამან იხსნა 1776 წელს ამერიკის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის სიცოცხლე, ჰამბურგერი როცა მისი მოწამვლა განიზრახეს და ამ მიზნით მზარეულმა გემრიელი რაგუ უხვად შეაზავა პომიდორით.

დღეისათვის პომიდორი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად ითვლება. მისი სულ რაღაც 100 გრამი ,,C” ვიტამინის დღიური ნორმის მესამედს უზრუნველყოფს,რაც აძლიერებს იმუნიტეტს და აფერხებს დაბერების პროცესს. ახალმომზადებული ტომატი ორგანიზმს ,,B“ ჯგუფისვიტამინებით ამარაგებს. ის ხელს უწყობს ნერვული სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას. იგი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, ასევე, რკინით, თუთიით, რომელთა გარეშეც ჯანმრთელ სისხლძარღვებზე ოცნებაც არ შეიძლება.

მიუხედავად ამისა, პომიდორის მთავარი სიმდიდრეა ლიკოპენი-ნივთიერება, რომელიც ორგანიზმის უჯრედებს იცავს და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას აფერხებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თერმული დამუშავებიდან ორი-სამი წუთის შემდეგ მასში ლიკოპენის რაოდენობა ერთი მესამედით იზრდება.

სასარგებლო თვისებების გამო ახალგამოწურული პომიდორის წვენს უნიშნავენ გამწვავებული კუჭის წყლულისა და თირკმელებში კენჭების დროს. სასარგებლოა, ასევე, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონეთათვის. ტომატი ზედმეტ წონასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. მასში შემავალი ქრომი შიმშილის გრძნობას აცხრობს. ამასთან, 100 გრამ წვენში მხოლოდ 22 კალორიაა. მწიფე პომიდორის რბილობს ხალხურ მედიცინაში ჭრილობისა და დამწვრობის სამკურნალოდ იყენებენ, ვინაიდან აფერხებენ ინფექციის განვითარებას.

დეპრესიისას აქტიურად უნდა ჩაირთოს, ვინაიდან იგი შეიცავს ბედნიერების ჰორმონს-სეროტონინს, რომელიც გუნებას გამოგიკეთებთ და სევდა-ნაღველის დაძლევაში დაგეხმარებათ.

ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ პომიდვრის ხასხასა წითელი ფერი და გულის ფორმა ადამიანს სიცოცხლის ხალისითა და სიყვარულით ავსებს“.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მარიამი says:

    პომიდორი ნამდვილად სასარგებლოა,თუ ჯანმრთელი ნაღვლის ბუშტი აქვს ადამიანს. სამწუხაროდ, ნომერ პირველი მაპროვოცირებელი საკვებია ნაღველ-კენჭოვანი დაავადების დროს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი